Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თანამდებობის პირები იმერეთში, რომელთაც ქონებების დამალვას ედავებიან

თარიღი : 8-02-2019, 19:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვს შევსებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მუნიციპალური არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების (ა(ა)იპების) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი პირების 45 დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციის არასრულად შევსების 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 7 შემთხვევა ეხება საკუთარი და ოჯახის წევრების
მფლობელობაში არსებული წილების მიუთითებლობას, 6 შემთხვევაში თანამდებობის პირებს საკუთარი წილი სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, ხოლო 3 შემთხვევაში არ აღუნიშნავთ ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება.

ხონი
რამაზ სანიკიძე

ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბის ხონის იმერეთის” დირექტორი

რამაზ სანიკიძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის შპს „საფეხბურთო კლუბი ტყიბულის
მეშახტე-2”-ის 100 %-იანი წილის მფლობელია. გარდა იმისა, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა ონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის” მე-15 მუხლის თანახმად, რამაზ სანიკიძეს აღნიშნული წილის ფლობის შესახებ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა, ასევე, აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

სამტრედია-ზემინარ ბოხუა ა(ა)იპის „სახლი თანადგომა” დირექტორი
ზემინარ ბოხუას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ ის ქალაქ სამტრედიის ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართის თანამესაკუთრეა. ასევე, არ მიუთითებია შვილის, არჩილ ფანცულაიას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სამტრედიაში, რუსთაველის #12-ში.

იაგო ჭაფოძე-ა(ა)იპ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის” დირექტორი
იაგო ჭაფოძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მეუღლის, ელენა ჭკადუას საკუთრებაშია სამტრედიაში, 9 აპრილის ქუჩის #88-ში არსებული 607 კვ.მ. უძრავი ქონება.

ალექსანდრე სტურუა-შპს „სპორტული კომპლექსი-სამტრედიას” დირექტორი
ალექსანდრე სტურუას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს მისი კუთვნილი 25%-იანი წილი შპს „უმნიში”. კანონმდებლობის თანახმად, მას აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

ზაზა სოფრომაძე-ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბის სამგურალის” დირექტორი

ზაზა სოფრომაძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ ასახა, რომ მისი შვილი, ლაშა სოფრომაძე არის შპს „ჰოთ-ბოუთის” 25%-იანი და შპს “ენემი გრუპ იმპორტსის” 7%-იანი წილის მესაკუთრე.

თორნიკე ჯიქია-ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის” დირექტორი
თორნიკე ჯიქიას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს წყალტუბოს სოფელ ყუმისთავში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.

თეიმურაზ ფურცელაძე-ა(ა)იპ „ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორი

თეიმურაზ ფურცელაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი შვილი, პავლე ფურცელაძე არის შპს „აი პი კომპანის“ 50%-იანი წილის მესაკუთრე.

დავით წიტაიშვილი-ა(ა)იპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი

დავით წიტაიშვილმა 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ კოოპერატივი „ბარაქას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 20%-იანი წილის მესაკუთრეა.

მაია ნადარეიშვილი-ა(ა)იპ ქ.ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი
მაია ნადარეიშვილმა 2018 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, ბიქტორ ბალანჩივაძე არის შპს „ლუკა XXI“-ს 25%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი; ასევე შპს „მერონის” 10%-იანი წილის მფლობელი.

თეიმურაზ კიკვაძე-შპს „რ.შენგელიას სახელობის სტადიონის დირექტორი”
თეიმურაზ კიკვაძემ 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს „მოგას“ 6%-იანი წილის მესაკუთრე, ასევე შპს „მ.ვ.კ. 2011-ს“ 100%-იანი წილის მფლობელი.

ირაკლი სარიშვილი-შპს „ქართული ტრადიციები 2011-ის“ დირექტორი

ირაკლი სარიშვილმა 2018 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს „ავტოკომფორტის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მესაკუთრე. ასევე, მან დეკლარაციაში არ ასახა ინფორმაცია მამის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ: ოთარ სარიშვილი არის შპს „ზორიოზონის” 100%-იანი წილის მესაკუთრე, შპს „თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრის” 33%-იანი და შპს „კავკასტურის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. ოთარ სარიშვილი არის ზემოთ ჩამოთვლილი სამივე შპს-ს დირექტორი.

"თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება,"- აცადებენ ორგანიზაციაში.


ნანახია: 406-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო' განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას.
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დეკლარაციის არასრულად შევსების 8 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის
"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების შედეგად
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ
როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, ის ქონება, რომელიც მან ქონებრივი დეკლარაციაში არ შეიტანა რეალურად არ არსებობს და არც ფინანსურ

ამინდი