Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სპორტის სასახლეში 'ყველა ვარსკვლავის მატჩი' ფრედ დასრულდა

თარიღი : 8-02-2019, 19:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის სპორტის სასახლეში 2019 წლის "ოლ სტარი" დასრულდა. სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ერთმანეთს ადგილობრივი და უცხოელი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები ხვდებოდნენ.

ადგილობრივთა გუნდს კოტე ტუღუში და ბუბა ბერიშვილი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ლეგიონერთა გუნდის მწვრთნელები ირაკლი ხოშტარია და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი იყვნენ. მატჩი ფრედ, 134:134 დასრულდა. ტრადიციულად, გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. სამქულიანების კონკურსში "ქუთაისის" მოთამაშემ ჯონათან ლიმ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში შარშანდელი "ოლ სტარის" გამარჯვებული რევაზ ჩაჩანიძე დაამარცხა.

ჩატენვების კონკურსი "ოლიმპის" მოთამაშემ მარკ ოგდენმა მოიგო. მარკ ოგდენი გახდა აგრეთვე მატჩის უძვირფასესი მოთამაშე - MVP, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაული დააჯილდოვა. მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ALL STAR-ის მონაწილეები სამახსოვრო მედლებითა და შესაბამისი პრიზებით კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზვიად კოტრიკაძემ და ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს. ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებულ მოთამაშეებს კომპანია "ტიფლისტექსისგან" ქართული წარმოების წინდების კომპლექტი და შესაბამისი პრიზები გადაეცათ.


ნანახია: 424-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტურნირის მონაწილე გუნდები 1-ელ თებერვალს ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება.
ქუთაისში, საცურაო კომპლექს 'ლაგუნაზე' წყალბურთში სასკოლო პირველობის ფინალური მატჩი და ტურნირის დახურვა გაიმართა.
ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'დინამოს' შორის ქუთაისში გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირი ქუთაისის მერიის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი 'ქუთაისი 2010'-ის გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებულები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა

ამინდი