Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აპირებს უნივერსიტეტში მეცნიერების დაბალი დონის გამოსწორებას და სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნებას წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი?

თარიღი : 8-02-2019, 13:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტში 22 თებერვალს რექტორის არჩევნები გაიმართება. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი იბრძვის. კანდიდატები დავით ნიშნიანიძე და როლანდ კოპალიანი არიან. ახალი რექტორი 22 თებერვალს აკადემიური საბჭოს მიერ გამოვლინდება. ბოლო 8 წლის განმავლობაში აღნიშნულ პოსტს გიორგი ღავთაძე იკავებდა. არჩევნებამდე კანდიდატები რექტორობის შემთხვევაში, სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge რექტორობის ერთ-ერთ კანდიდატს, დავით ნიშნიანიძეს გაგაცნობთ.

დავით ნიშნიანიძის ბიოგრაფიული მონაცემები ასეთია: დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ქუთაისში, სწავლა მოგვინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე განაგრძო. მუშაობდა მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. რუსეთში, ლენინგრადში დაამთავრა ასპირანტურა და იქვე დაიცვა ხარისხი. იქვე მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 1999 წლამდე. შემდეგ მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა და ტექნიკურ უნივერსტეტში დაიწყო მუშაობა. იყო ფიზიკის კათედრის გამგე. აწსუ-სთან უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ტიტულს ატარებს. ასევე, არის 41-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და თეორიული ფიზიკის სპეციალისტი.

„25 წელია ვმუშაობ უნივერსტეტში. ვთლი, რომ მაქვს ძალიან დიდი პედაგოგიური და სამეციერო გამოცდილება. მაქვს დიდი კონტაქტები ევროპის უნივერსიტეტებთან, მეცნიერებთან. ამჟამად ვმონაწილეობ საერთაშორისო პროექტში, რომელშიც ჩართულია 10 ქვეყნის 22 მეცნიერი, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ. ჩემი ნაშრომები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალში. იცით, რომ უნივერსიტეტმა გაიარა ავტორიზაცია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი, რაც ავტორიზაციის კომისიამ დადო, ეს არის უნივერსიტეტში მეცნიერების დაბალი დონე და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შემიძლია წვლილი შევიტანო მეცნიერების განვითარებაში. მეცნიერების განვითარება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით: მაგ: საბუნებისმეტყველო მეცნიერებზე ვაპირებთ, რომ შევქნათ კვლევითი ლაბორატორია, რომელიც გამოსადეგი იქნება ფიზიკისთვის, ქიმიისთვის და ბიოლოგიისთვისაც. ზოგადად ვამბობ, რომ უნდა არსებობდეს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებადი ავტორებისათვის პრემიები.

ერთი პერიოდი უნივერსიტეტში საუნივერსტეტო გრანტი მოქმედებდა, მაგრამ რატომღაც გაააუქმეს. ვაპირებ, რომ ეს აღვადგინო. საუნივერსტეტო გრანტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მეცნიერმა თავის სამეცნიერო საქმიანობაში ჩართოს ახალგაზრდები და თუ ახალგაზრდები არ მოვიდნენ, ისე უნივერსიტეტი ვერ განვითარდება. ყველზე ცუდი ის არის, რომ წარმატებული ახალგაზრდა ქუთაისში არ ჩერდება, მინდა ეს შეიცვალოს.

ვგეგმავ სასწავლო პროცესის შეცვლას, რაც გულისხმობს სტუდენტების დაბრუნებას აუდიტორიებში. არც ვიცი შეიძლება სხვაგან დადიან, მაგრამ აქ ბევრია გაცდენები. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საინჟინრო-ტექნიკურზე ხვდებიან ბავშვები, რომლებსაც გეოგრაფია აქვთ ჩაბარებული და პირველ კურსზე სტუდენტები ვერაფერს გებულობენ. იმედია მთავრობის ახალი ინიციატივით ეს მდგომარეობა გამოსწორდება. ასე, რომ მაქვს დიდი გეგემები და იმედი კადემიური საბჭოს აკადემიზმის,“-ამბობს დავით ნიშნიანიძე.


ნანახია: 846-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, წერეთლის უნივერსტეტში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰანი იმყოფებოდა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ- ერთი კანდიდატი ბესო მიქელთაძე რექტორობის კანდიდატებს
სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა მიულოცეს და წარმატებული სტუდენტობა უსურვეს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა ცნობილია.

ამინდი