Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დარჩება თუ არა ზესტაფონი მერის გარეშე?- მერის საქმიანობით საგამოძიებო ორგანო დაინტერესდა

თარიღი : 5-02-2019, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის საქმიამობით პროკურატურა დაინტერესდა. მახათაძე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, სადაც მისი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

მერს მოქალაქეები კორუფციასა და ბიუჯეტის ფულით საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაში ადანაშაულებს. შესაბამისად, კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით ზესტაფონში არაერთი აქცია გაიმართა. კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა ზესტაფონის მერობის ყოფილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ.

როგორც ცნობილია, მერის საქმიანობით უკმაყოფილოა იმერეთის გუბერნატორიც. შავლეგო ტაბატაძემ მერი ღიად გააკრიტიკა იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა რეგიონული განვითარების ფონდიდან ზესტაფონისათვის გამოყოფილი თანხით პროექტები დროულად არ დაგეგმა.

თავად მერი ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურაში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა დაკითხვას ადგილი არ ჰქონია და პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა. რა საკითხით დაინტერესდა პროკურატურა, მერი აღნიშნულ კითხვას არ პასუხობს.


ნანახია: 5229-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცხრა დღის განმავლობაში აქცია მერის, კახაბერ მახათაძის კაბინეტთან მიმდინარეობდა, დღეს საღამოს კი მონაწილეებმა კარვები მერიის
მერის გადადგომის მოთხოვნით კახაბერ მახათაძის სამუშაო ოთახის კართან მოქალაქეები მესამე დღეა მჯდომარე აქციას მართავენ.
ზესტაფონის მერიის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მერი მუნიციპალიტეტის საზიანოდ მოქმედებს და თანამდებობა უნდა

ამინდი