Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საჩხერის მუნიციპალიტეტი,'-ახალი წიგნი საჩხერის სოფლებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ

თარიღი : 2-02-2019, 13:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
თსუ-ს გეოგრაფების მიერ ახალი წიგნი-"საჩხერის მუნიციპალიტეტი“ გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია 1 თებერვალს სასტუმრო ,,საჩხერე გარდენში“ გაიმართა. წარდგენას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და სხვა თანამდებობის პირები, აგრეთვე საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.

პროექტის ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა“ ფარგლებში უნივერსიტეტის ეგიდით დაისტამბა წიგნი ,,საჩხერის მუნიციპალიტეტი“, სადაც განხილულია როგორც მოქმედი სოფლები, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები, 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარები და ხეობების მიხედვით არსებული სიანტერესო ტურისტული ობიექტები.

უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის კვლევის მთავარი მიზანი იყო საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ძეგლების აღრიცხვა და შეფასება - მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესწავლა და პოტენციალის გამორკვევა: ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო,  სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვ.

სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ავტორები არიან თსუ-ს გეოგრაფიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები: მარიამ ჯაფოშვილი (ხელმძღვანელი), სალომე თაბაგარი, მერი ჩიტიშვილი, დავით დალაქიშვილი, თათია ჩიქოვანი. პროექტის კოორდინატორი არის გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროექტის ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევის“ წარმატებით განხორციელების შემდეგ, აქტუალური გახდა ჭიათურის მეზობელი მუნიციპალიტეტების კვლევა. მიღებული შედეგების ფონზე გეოგრაფების მიერ დაიგეგმა ახალი პროექტის ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა“ განხორციელება.

საჩხერის მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც სრულად ჯერ არ არის ათვისებული. საკმაოდ პოპულარულია ტურისტებისთვის საექსკურსიო მარშრუტები სხვადასხვა სახლ-მუზეუმის ჩათვლით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვიზიტორებს შორის ცოტაა უცხოელი ტურისტები არასაკმარისი ცნობადობის გამო. ყველაზე პერსპექტიული არის ტურიზმის განვითარება, როგორც ვიზიტორთა ფართო სპექტრისთვის, ასევე ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვისაც. აქტუალურია ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვისა და პასპორტიზაციის საკითხი, შემდეგ კი მათი დაცვისა და მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენება. სტუდენტების მიერ წარდგენილი პროექტი თსუ-ს მიერ დაფინანსდა და მოხდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების საველე კვლევა და მიღებული მასალების დამუშავება.
 
 


ნანახია: 865-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წიგნში განხილულია როგორც მოქმედი სოფლები, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები, 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარები და
აღნიშნული პროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი კონკრეტული მიზანი მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი
თსუ-ს სტუდენტებმა პროექტის-'გაიცანი ჭიათურა' განხორციელება დაიწყეს.
წიგნში განხილულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია ქალაქი ჭიათურა და უნიკალური გეოგრაფიული პირობებით
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.

ამინდი