Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე პრეზიდენტობის კანდიდატია (ფოტოები)

თარიღი : 28-01-2019, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა, შედეგები გამოცხადდა, არჩეულმა პრეზიდენტმა თანამდებობა უკვე დაიკავა, თუმცა ქუთაისის ქუჩებში ისევ რჩება პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალები.
როდის გაიწმინდება ქუთაისი ელექტრო ბოძებზე, შენობებსა და ფასადებზე გაკრული პლაკატებისგან ეს უცნობია.

"სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტობის კანდიდატია?! აბა რატომ არის ქალაქის ცენტრში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი სააგიტაციო მასალები გაკრული. ქუთაისის ცენტრი თუ არ გაასუფთავებს საარჩევნო ნარჩენებისგან, პერიფერიებს რას უზამენ წარმომიდგენია,"- აცხადებენ ადგილობრივები.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, საბოლოო ოქმის გამოცემიდან 15 დღის ვადაში პარტიებმა თავიანთი პლაკატები უნდა ჩამოხსნან, წინაამღდეგ შემთხვევაში კი მათზე ადმინისტრაციული ჯარიმა ამოქმედდება.

ქუთაისში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარიაა. სწორედ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო სალომე ზურაბიშვილი. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ სააგიტაციო მასალების დატოვების გამო, სწორედ მმართველი პოლიტიკური პარტია დაჯარიმდეს.

ირაკლი ვაჩიბერაძე

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე პრეზიდენტობის კანდიდატია (ფოტოები)


ქუთაისში სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე პრეზიდენტობის კანდიდატია (ფოტოები)


ნანახია: 665-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის ვადა 30 ივნისს იწურება
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
ზურაბიშვილი სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ამომრჩევლებს შეხვდება, რომელთაც საარჩევნო პროგრამას
ზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი
ამ ჟესტით წულაიამ მიქიაშვილის განცხადება გააპროტესტა

ამინდი