Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ოპოზიციის მთავარი მიზანი გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაციაა"

თარიღი : 21-01-2019, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, ქუთაისის მერის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, საკრებულოს მმართველი პარტიის წევრი ეხმაურება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.

"ოპოზიციის წევრებს, ჩემს კოლეგებს მინდა შევახსენო, რომ მერის უფლებამოსილებას, მათ შორის საქმიანობის შეჩერება, რეგულირდება თვითმმართველობის კოდექსით. იმპიჩმენტის გამოცხადება ბრიფინგით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, არ ხდება. ერთია აკრიტიკებდე განხორციელებულ საქმიანობას, პროექტებს და მეორე აკეთებდე ხმაურიან განცხადებებს, რომელსაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა შეუძლია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი - გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ცუდია, ვერ ვხვდებით, მერის ამგვარი შეურაცხყოფით ღირსებას ვულახავთ ჩვენს ქალაქს. ქუთაისის წინაშე მდგომ გამოწვევებს სჭირდება პოზიცია - ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა. ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის ის პროექტები, რომელთან დაკაშირებითაც ბრიფინგებს მართავენ. ჩვენი ქალაქის მერს ვუსურვებ ნაყოფიერ წლებს, მის მიერ საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე აღებული ანგარიშვალდებულების ვადების ფანრგელბში შესრულებას."- ამბობს ირაკლი შენგელია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ოპოზიცია მერის გადადგომას ითხოვს.


ნანახია: 719-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გრძელდება.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერიაში დაანონსებულმა რეორგანიზაციამ ხმაური გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით,
ოპოზიციური პარტიები ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას იმპიჩმენტს ითხოვენ.
გაერთიანებულ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული ქმედება მმართველი პარტიის წევრებმა, ან მათმა მხარდამჭერებმა

ამინდი