Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ამ ქუჩას ადგილობრივები მომავლის ქუჩას ვეძახდით, დღეს კი, ეს არის მიტოვებული და დავიწყებული ქუჩა" (ფოტოები)

თარიღი : 20-01-2019, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ამ ქუჩას ადგილობრივები მომავლის ქუჩას ვეძახდით, დღეს კი, ეს არის მიტოვებული და დავიწყებული ქუჩა,"- ასე აფასებენ ქუთაისელები, ირაკლი აბაშიძის გამზირზე არსებულ მდგომარეობას.
აღნიშნულ ქუჩაზე მერიის დაკვეთით მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მიმდინარეობდა, მძიმე ტექნიკის საშუალებით კალაპოტიდან ამოღებული ქვა-ღორღი და მიწის მასა კი, უკვე რამდენიმე კვირააა მდინარის მიმდებარედ არის დაყრილი.

" ეს უნდა ყოფილიყო ქალაქის მთავარი ქუჩა. პარლამენტი, იუსტიციის სახლი, პროკურატურა, მთავრობის სახლი და კონტროლის პალატა,-ყველაფერი ამ ქუჩაზე იყო თავმოყრილი. მართალია ამ უწყებების უმრავლესობა ქუთაისიდან გადაინატეს, მაგრამ საბედნიეროდ კიდევ რჩება რაღაც შენობები, რომლებშიც ამ დრომდე დაიარება ხალხი. იუსტიციის სახლში, ყოველდღე ათასობით ადამიანი მიდის და ხედავს, რა დღეშია ქუჩა, სადაც სამუშაოები მიატოვეს თუ დაასრულეს კაცმა არ იცის. ასევე ეს საწყალი ასწლოვანი ხეებიც მეცოდება, რომლებიც ნახევრად დამარხულია,"- აცხადებს ადგილობრივი ლეილა დოლიძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა გარკვეულ მონაკვეთებზე ამ დრომდე მიმდინარეობს. მდინარის კალაპოტოს სრულად მოწყობის შემდეგ კი, ტერიტორია მიწის მასისგან გაიწმინდება.

ირაკლი ვაჩიბერაძე

„ამ ქუჩას ადგილობრივები მომავლის ქუჩას ვეძახდით, დღეს კი, ეს არის მიტოვებული და დავიწყებული ქუჩა" (ფოტოები)

„ამ ქუჩას ადგილობრივები მომავლის ქუჩას ვეძახდით, დღეს კი, ეს არის მიტოვებული და დავიწყებული ქუჩა" (ფოტოები)

„ამ ქუჩას ადგილობრივები მომავლის ქუჩას ვეძახდით, დღეს კი, ეს არის მიტოვებული და დავიწყებული ქუჩა" (ფოტოები)


ნანახია: 1156-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისები' ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე მდინარე ოღასკურას კალაპოტის დერატიზაციის სამუშაოებს მესამე დღეა დილიდან
ამ ეტაპზე ქუჩაზე სადენებისა და საკომუნიკაციო ქსელების მიწის ქვეშ განთავსება მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა ტროტუარები, ღვარსადენი და
ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.
სამუშაოები ა(ა)იპ 'სპეციალურმა სერვისებმა" განახორციელა.
'გირჩი' მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაწმენდის შედეგად ამოღებული ნარჩენების მდინარის ტერიტორიაზე დატოვებას აპროტესტებს.

ამინდი