Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალური პროგრამების დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 49 500 ლარით გაიზარდა

თარიღი : 16-01-2019, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2019 წელს სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ვიდრე გასულ წელს.

პირველი ჯგუფის უსინათლოები ყოველთვიურად, 25 ლარის ნაცვლად, 35 ლარს მიიღებენ. საერთო ჯამში, ამ პროგრამის დაფინანსება 9 000 ლარით გაიზარდა. 55 ათასი ლარით მოიმატა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამამ, რომლითაც მოსარგებლე ოჯახებს 200 ლარით დაეხმარებიან. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტია 215 ათასი ლარი.

7 000 ლარით გაიზარდა ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება. ამ დაავადების მქონე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ყოველწლიურად 150 ლარს იღებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ასევე გაიზარდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამის თანხა.

გარკვეული ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამაშიც. თანადაფინასების მოცულობა, ახალი წესით, პაციენტის ასანაზღაურებელი თანხის მიხედვით განისაზღვრა _ თუ მოქალაქეს სამედიცინო მომსახურებისთვის საკუთარი ხარჯით 1000 ლარამდე თანხა აქვს ასანაზღაურებელი, მუნიციპალიტეტი მას 50%-ს დაუფარავს, 1000-დან 4000-მდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში _ 500 ლარს, ხოლო 4000-დან ზემოთ _ 1 000 ლარს.
ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამაშიც, რომელსაც დაემატა ახალი ქვეპუნქტი და ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი 600 ლარს მიიღებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, 11 სოციალური პროგრამა მოქმედებს. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში 782 500 ლარია გათვალისწინებული.


ნანახია: 625-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი პროგრამა დაემატა.
2016 წლის ბიუჯეტში სოციალური პაკეტი 1 095 000 ლარით განისაზღვრა, გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს:
საკრებულომ ჯამში 767 ათასი ლარის საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 6 თვის მონაცემებით სოციალურ პროგრამებზე 301 307 ლარი გახარჯა.
აღნიშნული სოციალური პროგრამა ვანის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ამოქმედა და დღემდე პროგრამის ფარგლებში 100 წელს გადაცილებულ
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 993 200 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კი სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები

ამინდი