Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი წლის შემდეგ ხახვი გაძვირდა - ქართულ ბაზარზე ადგილობრივი პროდუქტი იმპორტირებულმა ჩაანაცვლა

თარიღი : 15-01-2019, 18:12 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
East Fruit -ის მონიტორინგის შედეგებით, ხახვი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაძვირდა.

პროდუქტის ყველაზე დაბალი ფასი ტაჯიკეთში დაფიქსირდა, სადაც ფერმერებს 1 კგ ხახვში საშუალოდ, 10 ცენტს სთავაზობენ, რაც წინა წლის ბოლო პერიოდის ფასს, მხოლოდ 6%-ით აღემატება.

რუსეთში ხახვის ფასის შედარებით უმნიშვნელო 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აქ პროდუქტის ღირებულება 22 ცენტია.

უკრაინაში ხახვის ღირებულებამ 42 ცენტს მიაღწია, რაც 7%-იან ზრდას უტოლდება. ექსპერტების შეფასებით, პროდუქტზე ფასის მატება ძრითადად მიწოდების პრობლემას უკავშირდება, რაც დიდთოვლობამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოლდოვაში ხახვის ფასი თითქმის უკრაინისას გაუტოლდა. მოლდოვაში პროდუქტი 41 ცენტი ღირს, რაც ფასის 17%-იან ზრდას ნიშნავს, ხოლო საქართველოში ხახვის ფასმა 42 ცენტს მიაღწია. შედეგად, ქართველმა ფერმერმა ადგილობრივი ხახვის გაყიდვა პრაქტიკულად შეწყვიტეს. ბაზარი თითქმის მთლიანად იმპორტირებულმა პროდუქტმა ჩაანაცვლა.


ნანახია: 610-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გასული კვირის მონაცემებით, კონკრეტულად წითელი, მრგვალი პომიდვრის ფასის ყველაზე აქტიური ზრდა საქართველოსა და ტაჯიკეთში დაფიქსირდა,

ამინდი