Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ უნდა შევინახოთ საკვები პროდუქტები მაცივარში, რომ პროდუქტმა ჩვენს ჯანმრთელობას არ ავნოს?

თარიღი : 13-01-2019, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
„სურსათის სწორად შენახვა მისი უვნებლობის წინაპირობაა“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სამსახური. რამდენად სწორად ინახავთ პროდუქტს მაცივარში? - ამის შესახებ „ლიბერალმა“ შეკითხვები სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანა გემაზაშვილს დაუსვა.

ანა გემზაშვილის თქმით, ძირითადად მაცივარში ისეთი სურსათი ინახება, რომელიც განსაკუთრებით მალფუჭებად პროდუქტს წარმოადგენს. მაგალითად, ცხოველური წარმოშობის სურსათი - ხორცი, კვერცხი, კარაქი, თევზი და სხვა, „მაგრამ მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მათი განთავსების წესი“. 

როგორც ანა გემაზაშვილი ამბობს, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი - ერთ თაროზე ისე უნდა შევინახოთ, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს; თევზი კი - ორივე ზემოთ აღნიშნული სახის პროდუქტისგან იზოლირებით. რაც შეეხება კვერცხს, ის ან თავის ბუდეში უნდა შეინახოთ, ჯამში შენახვის შემთხვევაში კი, სასურველია, რომ თევზთან ახლოს არ იყოს. მაცივარში პროდუქტი უკეთ ინახება, როცა ის გადავსებული არ არის.

„მაგალითად, არ შეიძლება ისეთი სურსათის გვერდიგვერდ განთავსება, როგორიც არის თევზი, ხორცი, კვერცხი და რძის ნაწარმი. თევზი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებელმა მაცივარში ცალკე უნდა განათავსოს, რათა სუნისა და სხვა მახასიათებლებით არ გამოიწვიოს სხვა სურსათის მეორეული დაბინძურება, გემოვნური თვისების გაუარესება. სასურველია, რომ ეს სურსათი თავღია არ იყოს მაცივარში, არამედ სათანადოდ ან პარკში ან კონტეინერში სუფთად შენახული - ეს ჰიგიენური კუთხითაც მისაღებია და თავად პროდუქტი არამარტო უვნებლობის, არამედ ხარისხობრივ თვისებებსაც არ დაკარგავს - არ გამოშრება, არ გამოხმება, არ გაიკეთებს ქერქს“, - აცხადებს გემაზაშვილი.

რაც შეეხება კვერცხს, გემაზაშვილი ამბობს, რომ სასურველია, კვერცხი გაირეცხოს და შემდეგ განთავსდეს მაცივარში, რათა გაუარეცხავმა კვერცხმა თავისი მიკროფლორით მაცივარი არ დააბინძუროს, ან გამოყენების წინ გაირეცხოს.
ხილ-ბოსტნეული კი მაცივარში სათანადოდ გამოყოფილ განყოფილებაში უნდა შეინახოთ, ხილი და ბოსტნეული უნდა მოათავსოთ რძის ნაწარმისგან, კვერცხისგან და ხორცისგან იზოლირებულად, სუფთა კონტეინერში. 

შეკითხვაზე აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელ თაროზე შევინახავთ კონკრეტული სახის პროდუქტს - ანა გემაზაშვილი გვპასუხობს: 

"არ აქვს მნიშვნელობა, გარდა იმ პროდუქტისა, რომელსაც მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ საყინულეში მოათავსოს, თუ მას უნდა, რომ ვარგისიანობის ვადა გაუხანგრძლივოს პროდუქტს".


ნანახია: 482-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონტროლს აღნიშნული რეგლამენტის შესრულებაზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური განახორციელებს.
ვადაგასული მაწონი მართლაც მქონდა, მაგრამ ის გადმობრუნებული მქონდა, რომ კლიენტს არ წაეღო
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.
ხვალ, 20 ივნისს, ქუთაისის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

ამინდი