Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი გრიპის გართულებით გარდაიცვალა

თარიღი : 11-01-2019, 13:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, 24 წლის კაცი სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

პაციენტი ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჰყავდათ მოთავსებული. მედიკოსები კომენტარს არ აკეთებენ.

ლაბორატორიული კვლევის შედეგით მოგვიანებით გახდება ცნობილი, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ „ღორის გრიპი“.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩოხატაურის მკვიდრია.

ის რომ, 27 წლის მამაკაცი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, მოგვიანებით დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

შესაბამისი განცხადება მან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„გიდასტურებთ ინფორმაციათ, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა. ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. სამწუხაროდ, დღევანდელი რიცხვით ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების 15 შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


ნანახია: 1159-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იგი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.
2015-16 წლების გრიპის სეზონზე, სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია ე.წ. ღორის გრიპის 186 შემთხვევა, აქედან 7 ლეტალურად დასრულდა.
შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი მოხდა.
მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი გუშინ დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.

ამინდი