Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჟურნალისტი ლევან ფანცხავა ქუთაისის მერიის პიარის განყოფილებაში იმუშავებს

თარიღი : 10-01-2019, 23:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჟურნალისტი ლევან ფანცხავა, ქუთაისის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტად დაინიშნა.
ლევან ფანცხავა აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა.

"ჩემი რამდენიმე წლიანი ჟურნალისტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საკუთარი ძალები პიარსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში გამოვცადო. დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოვა. ვიქნები ისეთი პრესსამსახური, როგორთან ურთიერთობაც მსიამოვნებდა როცა ჟურნალისტი ვიყავი"- განუცხადა ლევან ფანცხავამ, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო, topnews.com.ge-ს.

"ლევან ფანცხავას სახით განყოფილებას ეყოლება პროფესიონალი და გამოცდილი კადრი, რასაც ის საკუთარი საქმიანობით აუცილებლად დაამტკიცებს,"- აცხადებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თეონა გიორგაძე.

ლევან ფანცხავა წლების განმავლობაში ტელეკომპანია "იბერიას" იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის ბიუროს უფროსი იყო, ასევე დღემდე საინფორმაციო სააგენტო "აიპრესიის" იმერეთის რეგიონის ჟურნალისტია. ასევე ის მუშაობდა რადიო "ძველ ქალაქში" და გაზეთ "პოსკრიპტუმში.

ირაკლი ვაჩიბერაძე


ნანახია: 2510-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსები იცვლებიან.
ახალგაზრდა პოეტების მონაწილეობით პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მორიგი ლიტერატურული მარათონი გაიმართება.
topnews.com.ge-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქემოკლიძის გარდა, ასევე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში დასაქმებული
ლევან მურღულია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს.

ამინდი