Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კლინიკა ბომონდი' სოციალურად დაუცველ პაციენტებს საჭირო მედიკამენტებს უფასოდ გადასცემს

თარიღი : 10-01-2019, 13:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გრიპის შემთხვევებით ავადობისა და „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიულ კაბინეტში გაზრდილი მომართვიანობიდან გამომდინარე, კლინიკა პაციენტებს მორიგ სოციალურ აქციას სთავაზობს.

აქციის ფარგლებში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ იმ პაციენტებს, რომელთაც ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების შეძენა არ შეუძლიათ, კლინიკა წამლებს უსასყიდლოდ, დანიშნულებასთან ერთად გადასცემს.

„მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები უფასოდ იღებენ სამედიცინო მომსახურებას, ბინაზე დანიშნული მედიკამენტების შეძენა გარკვეული კატეგორიისათვის პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული კი შესაძლოა რაღაც ეტაპზე მკურნალობის ვერ ჩატარების და შემდგომი გართულებების მიზეზი გახდეს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლინიკაში არსებული მედიკამენტების მარაგიდან სოციალურად დაუცველ პაციენტებს მათთვის საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადავცეთ. კლინიკაში მოსვლისა და კონსულტაციის ჩატარების შემდეგ, ბინაზე მიცემულ დანიშნულებასთან ერთად, პაციენტებს საჭირო მედიკამენტებს უსასყიდლოდ გადავცემთ,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი მამია ყიფიანი.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ვირუსული ინფექციების გააქტიურება და გართულება მხოლოდ ზრდასრულებს არ უქმნის პრობლემას. მიმართვიანობა გაზრდილია „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიულ დეპარტამენტშიც. მშობლები პატარებთან ერთად, კლინიკის პედიატრიულ სამსახურს პნევმონიისა (ფილტვების ანთება) და ბრონქიტისათვის დამახასიათებელი ჩივილებით მიმართავენ.

იმის გამო, რომ დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით ადვილად ვრცელდება, ექიმ-პედიატრი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მოარიდონ ბავშვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაბანონ ხელები და ყურადღება მიაქციონ იმასაც, რომ პირში არ მოხვდეს ბავშვის დაუბანელი ხელი.



ნანახია: 353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო პერიოდში ვირუსული ინფექციების გააქტიურება და გართულება მხოლოდ ზრდასრულებს არ უქმნის პრობლემას.
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
'კლინიკა ბომონდი'-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.
ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა: მუცლის ღრუს ექოსკოპია,
კლინიკა 'ბომონდი' ახალბედა მშობლებს დახმარებას სთავაზობს.

ამინდი