Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფრაქციების უმრავლესობას იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ინიციატივები არ ჰქონია

თარიღი : 10-01-2019, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოებში შექმნილი 61 ფრაქციიდან 43-ს რეგისტრაციის დღიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია.

საკრებულოს წევრებისათვის ფრაქციის შექმნა ხელფასის მიღების საშუალებაა, რადგან საკრებულოს წევრობა არაანაზღაურებადი საქმიანობაა. ჯამში, ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ რამდენი ფრაქცია ფუნქციონირებს იმერეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოებში, რა საკითხების ინიცირება მოახდინეს დაარსებიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე და რა თანხა დაიხარჯა ფრაქციებისთვის ამავე პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

ფრაქციების თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) სახელფასო ანაზღაურებაზე საკვლევი პერიოდის განმავლობაში ჯამში 1 660 218 ლარია დახარჯული.

ფრაქციების უმრავლესობას იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ინიციატივები არ ჰქონია

ყველაზე მეტი ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს ოთხ ფრაქციას („ქართული ოცნება”, „ქართული ოცნება - მწვანეები”, „ქართული ოცნება - მრეწველები”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ჰქონდა.

კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივა შეეხებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ჩართულობას, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების განხილვას; ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ წინადადებები ახალი სკვერების მოწყობასა და არსებულის აღდგენაზე, ასევე დასუფთავების საკითხებზე მომზადდა; ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების” ინიციატივები შეეხებოდა კომისიებისა და ფრაქციების საქმიანობას - მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში, სამწუხაროდ, არ არის აღნიშნული კონკრეტულად, თუ რას უკავშირდებოდა ფრაქციის წერილობითი შეთავაზებები.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივები კი უკავშირდებოდა მედიკამენტების, კომუნალური, ასევე ახალშობილთათვის ვაუჩერების გაცემის საკითხებს, სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას სტუდენტური ტარიფის დაწესებას, სკოლებითვის თანხის გამოყოფას, პარკირების ახალი ტარიფის დაწესებას და ა.შ., თუმცა არცერთი წინადადება საკრებულოს უმრავლეობას არ გაუზიარებია.

ფრაქციებისათვის საწვავი შეიძინეს მხოლოდ ქუთაისის, თერჯოლის, ვანისა და ტყიბულის საკრებულოებში, თუმცა ვინაიდან საწვავის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა ქუთაისის საკრებულომ, აღნიშნული მონაცემი კვლევაში არ არის სრულად წარმოდგენილი.


ფრაქციების უმრავლესობას იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ინიციატივები არ ჰქონია


ნანახია: 478-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულის შესახებ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი აცხადებს, მის ხელთ
სამი პოლიტიკური ძალა ერთ ფრაქციად გაერთიანდა
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ

ამინდი