Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე მაცხოვრებლებს ახალ გზას ერთ თვეში ჰპირდებიან

თარიღი : 10-01-2019, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს დილიდან წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე. ძირითად სამუშაოებს დღესვე დაასრულებს წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი ფირმა "ეს ემ კა". ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი. ბექა ყურაშვილის განცხადებით, გზის საფარი სრულად დაახლოებით ერთი თვეში მოწესრიგდება.

"ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის კომპანია "ეს ემ კა"-მ აქტიური სამუშაოები დაიწყო, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. "ეს ემ კა" ხვალვე ჩაატარებს საკონტროლო შემოწმებას. რაც შეეხება გზის საფარის მოწესრიგებას, ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,იმედი" რომელსაც ხელშეკრულებით გაწერილი აქვს კონკრეტული ვადები და თუ წვიმიანი ამინდები არ იქნება, გზის საფარის სრული მოწესრიგება ერთი თვის განმავლობაში დასრულდება,"- განაცხადა ბექა ყურაშვილმა.


ნანახია: 277-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე ხვალ დილიდან დაიწყება აქტიური სამუშაოები და უახლოეს მომავალში მოგვარდება
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სისტემის შეცვლა, რომელიც დაახლოებით ორი კვირაში დასრულდება და ამის შემდეგ მოხდება ასფალტის გზის
მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულდა თაბუკაშვილის მე-2, მე-4 და მე-6 შესახვევში. 2 დღეში გზის საფარის მოწესრიგება დასრულდება
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.

ამინდი