Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი ბერი თევდორეს ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო

თარიღი : 9-01-2019, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი ბერი თევდორეს ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე ხვალ დილიდან დაიწყება აქტიური სამუშაოები და უახლოეს მომავალში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. ასევე, მოწესრიგდება გზის საფარიც.

"ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის კომპანია "ეს ემ კა" ჩვენთან ერთად ატარებს სამუშაოებს. მათ შეჩერებული ჰქონდათ რეაბილიტაციის პროცესი, რის გამოც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. "ეს ემ კა"-ს წარმომადგენლები დავიბარეთ და შევთანხმდით, რომ ხვალ დილიდან სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება, რათა დროულად დასრულდეს და ჩაბარდეს აღნიშნული ქუჩა,"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ადგილზე იმყოფებოდა წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ტექნიკური სამსახურის უფროსი. მალხაზ გუნიავას განმარტებით, ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის 70 პროცენტი უკვე მოწყობილია და დასრულებამდე 100 მეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი.

"აღნიშნულ ქუჩაზე გადამყვანი სამუშაოების შესრულებაა დარჩენილი. ხვალ შემოვა კონტრაქტორი ფირმა "ეს ემ კა" და მოაწყობს გადამყვანებს . ბოლო ეტაპი იქნება ლაბორატორიული ანალიზი და ტესტირების სამუშაოები. უახლოეს დღეებში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა,"- განაცხადა მალხაზ გუნიავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა აქცია გამართეს და ადგილობრივი ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს.


ნანახია: 365-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი. ბექა
პირველ ეტაპზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია 37 ქუჩაზე დაიწყო. აქედან, უმეტეს მათგანზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.

ამინდი