Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ,'-პედიატრი მშობლებს მიმართავს

თარიღი : 9-01-2019, 13:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლო პერიოდში ვირუსული ინფექციების გააქტიურება და გართულება მხოლოდ ზრდასრულებს არ უქმნის პრობლემას.
მიმართვიანობა გაზრდილია „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიულ დეპარტამენტშიც. მშობლები პატარებთან ერთად, კლინიკის პედიატრიულ სამსახურს პნევმონიისა (ფილტვების ანთება) და ბრონქიტისათვის დამახასიათებელი ჩივილებით მიმართავენ.

როგორც დეპარტამენტის ხელმძღღვანელი, ექიმ-პედიატრი თინათინ კუბლაშვილი ამბობს, მიმართვიანობის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია. გასულ თვეში პედიატრიული დეპარტამენტის მედპერსონალმა დახმარება რამდენიმე ასეულ პაციენტს აღმოუჩინა. ანალოგიური ვითარებაა მიმდინარე თვეშიც.

„მშობელმა არავითარ შემთხვევაში დატოვოს უყურადღებოდ ვირუსული ინფექციის შემთხვევები. პნევმონიისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, თუმცა გვქონია შემთხვევები, როცა ბავშვს ტემპერატურა არ ჰქონდა, უბრალოდ მოითენთა და საკვებზე უარი თქვა. მშობელმა კონტროლის მიზნით მოიყვანა პედაიტრთან და პნევმონია დაუდგინდა,“ - ამბობს თინათინ კუბლაშვილი.

იმის გამო, რომ დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით ადვილად ვრცელდება, ექიმ-პედიატრი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მოარიდონ ბავშვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაბანონ ხელები და ყურადღება მიაქციონ იმასაც, რომ პირში არ მოხვდეს ბავშვის დაუბანელი ხელი.

„ხშირად მშობელს ისიც უთქვამს, არსად გამიყვანია ბავშვი, უბრალოდ ფანჯარა მქონდა ღიადო. რადგან ვირუსი ჰაერწვეთოვანიო გზით ადვილად ვრცელდება, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ და ბავშვი მაშინვე წავიყვანოთ პედიატრთან. „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიული სამსახური 24-საათიანი რეჟიმით ემსახურება პაციენტებს,“-ამბობს თინათინ კუბლაშვილი.


ნანახია: 894-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ იმ პაციენტებს, რომელთაც ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების შეძენა არ შეუძლიათ, კლინიკა წამლებს
'კლინიკა ბომონდი'-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.
რა სახის ინფექციები არსებობს და როგორ უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება, - აღნიშნულ საკითხებზე კლინიკა 'ბომონდი'-ს პედიატრიული
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მატულობს რესპირაციული ინფექციები,
უფრო კონკრეტულად ნასიცხის სიმპტომებსა და მისი განკურნების გზებზე 'კლინიკა ბომონდი'-ს ამბულატორიული სამსახურის პედიატრი ხათუნა
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულობით ხდება.უმეტესად კი ინფექცია დიარეით-ფაღარათით ვლინდება.
აღნიშნულ ქუჩაზე მერიის დაკვეთით მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მიმდინარეობდა, მძიმე ტექნიკის საშუალებით კალაპოტიდან ამოღებული ქვა-ღორღი და მიწის მასა
21 იანვარი, 11:00 საათი: ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიების რეგიონული ლიდერები, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო, topnews.com.ge-ს პრესკლუბში

ამინდი