Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„სასწრაფოც კი ვერ შემოდის, მოგვეშველეთ" -ქუთაისის მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის გამო შველას ითხოვს

თარიღი : 9-01-2019, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მოსახლეობა გაჭიანურებულ და მიტოვებულ სამუშაოებს აპროტესტებს.

ბერი თევდორეს ქუჩის მეორე შესახვევის და გველესიანის ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სამუშაოების გაჭიანურების გამო, მათ როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება უჭირთ.

„ამ ქუჩაზე სასწრაფოსაც კი უჭირს შემოსვლა. დაიწყეს სამუშაოები და მიატოვეს. ახლა წვიმის გამო ვეღარ ვაკეთებთო და ვართ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში. ავტომობილით კი არა, ფეხით გავლაა შეუძლებელი. ერთდროულად გადათხარეს მიმდებარე ქუჩები და საერთოდ შეგვიზღუდეს გადაადგილება. პასუხსაც არავინ გვეუბნება, როდის გაკეთდება," -აცხადებენ ადგილობრივები.

აქციას შეუერთდა პარტია „თავისუფალი საქართველო". პარტიის თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას განცხადებით, როდესაც ქალაქში მინიმალური სამუშაოები ვერ სრულდება, ეს მერის გადადგომის საფუძველია.

„ცუდია, როდესაც ტერენტი გრანელი კოლაუ ნადირაძეში გერევა, როდესაც ნიკო და იაკობ ნიკოლაძეები გერევა, ცუდია, როდესაც გარდაცვლილ კომპოზიტორს კაბინეტში დაიბარებ, მაგრამ ეს არაა ტრაგედია. შეიძლება იყო ქალაქის მერი და პოეზიაში და ხელოვნებაში ვერ ერკვეოდე, მაგრამ, რაც ამ ქუჩაზე ხდება, ეს უკვე არის ტრაგედია, ესაა იმის საფუძველი, რომ ქალაქის მერი უნდა გადადგეს. როდესაც ასე მიატოვებ სამუშაოებს და პასუხის გამცემს ვერ პოულობენ მოქალაქეები და არ იციან, როდის დაადგებათ საშველი, ეს არის საფუძველი გადადგომის", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია მივა და მოსახლეობას გაესაუბრება.


ნანახია: 778-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მშვიდობის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში რამდენიმე თვის წინ, გზის გაფართოებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა კომპანიამ
წულაიას თქმით, საპირფარეშოს დახურვის გამო, ქალაქში ანტისანიტარიაა და მოსახლეობა იძულებულია, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილება ქალაქის
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას არამიზნობრივად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ასეთ მჭიდროდ დასახლებულ

ამინდი