Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკური დაპირისპირება ხარაგაულში- საკრებულოს უმრავლესობა მერს საქმიანობას უწუნებს

თარიღი : 9-01-2019, 10:32 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის მუშაობას უარყოფითად აფასებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა ჩატარდა, სადაც მმართველი გუნდის დეპუტატებმა მერი გაააკრიტიკეს.

საკრებულოს სხდომაზე მერის საქმიანობა დადებითად მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეაფასა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ კი, მუნიციპალიტეტის პირველი პირი რესტორნებში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

"ჩვენ შევაფასეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის საქმიანობა. ხარაგაულის საკრებულომ ბატონი ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობა შეაფასა უარყოფითად. წეღან ამბობდა ბატონი ნიკო, სახელმწიფო თანხებს ვუფრთხილდებიო. როგორ უფრთხილდება თანხებს, როცა ბიუჯეტის ათასებს ის რესტორნებში მეგობრებში ხარჯავს,"- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ.

ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილი 31 ინფრასტრუქტურული პროექტიდან უმრავლესობა ვერ შესრულდა. მერმა ასევე სურვილი გამოთქვა, რომ საკრებულო უფრო მეტად უნდა თანამშრომლობდეს მერიასთან.


ნანახია: 583-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის ახლადარჩეული მერი ნიკოლოზ თოფურიძე მერის სტატუსით უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.
ინფორმაცია ბიუროს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.
ხარაგაულის ა(ა)იპ 'სათნოების სახლი' ახალ ფართში განთავსდა. უფასო სასადილო ამ დრომდე ნაქირავებ ფართში იყო განთავსებული.

ამინდი