Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საშობაო მსვლელობის შედეგად შეგროვილი ნობათი მოხუცთა პანსიონს გადაეცა

თარიღი : 7-01-2019, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა ტრადიციულად დილიდან დაიწყეს.

ანსამბლ ,,ნაი-ნაის" წევრები „ალილოს“ სიმღერითა და ურმებით, რომლებზეც ნობათი შეგროვდა, ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.

შობის მახარობლებს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმერეთის გუბერნიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და საშობაო ნობათი გადასცა. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ნობათი წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და დღის ცენტრებს გადაეცა.


ნანახია: 416-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და
დღის განმავლობაში შეგროვებული სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს გადაეცემა.
ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს.
ქალაქის მერმა და საკრებულოს წევრებმა ალილოს მსვლელობის დროს მეალილოეებს სურსათ-სანოვაგე გადასცეს.

ამინდი