Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის, სამტრედიის, ბაღდათის, ზესტაფონის, ტყიბულისა და ხონის მერები დაჯარიმდნენ

თარიღი : 2-01-2019, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების შედეგად, იმერეთის რეგიონში რამდენიმე ქალაქის მერი დაჯარიმდა.

ხელფასის 20 პროცენტის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას; სამტრედიის მერს ვალერიანე ფოცხვერიას; ბაღდათის მერს არჩილ გოგსაძეს; ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს; ტყიბულის მერს თემურ ჩუბინიძესა და ხონის მერს ლადო ჯურხაძეს.

დაჯარიმებულთა შორის ასევე არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე.

დაჯარიმებულთა შორის პარლამენტის 59 წევრი და ასპინძისა და ოზურგეთის მერებიც არიან.

საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის განმავლობაში 448 დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 379 უარყოფითად შეფასდა. ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.


ნანახია: 1870-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჯარო ინფორმაცია იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ გამოითხოვა.
ზესტაფონის საკრებულოს უმრავლესობას მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდებენ.
ატესტაციას კი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 29 თანამშრომელი ექვემდებარება.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციის წარმოდგენას აგრძელებს.

ამინდი