Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა ‘რეპროარტი’-ს ქუთაისის ფილიალი დასავლეთ საქართველოში N1 რეპროდუქციულ ცენტრად დასახელდა

თარიღი : 27-12-2018, 18:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
“ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტი“ დასავლეთ საქართველოში N1 რეპროდუქციულ ცენტრად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონია, სადაც 2018 წლის წარმატებული ადამიანები და კომპანიები გამოავლინეს, ქუთაისში გაიმართა.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო „ტოპნიუსი“-ს მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიაზე კლინიკას მის სფეროში საუკეთესოს წოდება და ჯილდო მიენიჭა.
რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტი“ იმ დაწესებულებას განეკუთვნება, რომელსაც და რომლის გუნდსაც ადამიანებისათვის სიკეთე და სიხარული მოაქვთ.

კლინიკა 2012 წლის ივლისში გაიხსნა. მის ძირითად საქმიანობას ყველა ტიპის უშვილობის მკურნალობა და კვლევა წარმოადგენს. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობაა. კლინიკის მომსახურება ყველა იმ ასპექტს აერთიანებს, რომელსაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა უკავშირდება. 2013 წლიდან კი „რეპროარტი“-ს ფილიალი ქუთაისში ფუნქციონირებს. ამავე წლიდან კლინიკამ გახსნა ბათუმის ფილიალი.

ReproART-ის დამფუძნებელი და დირექტორი ემბრიოლოგი ლიკა ჭყონიაა, რომელსაც საქართველოში ამ სფეროში მუშაობის 30-წლიანი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს.

არსებობის 7 წლის განმავლობაში კლინიკის გუნდმა ათეულობით ოჯახის გახარება და ოჯახებში ცხოვრების ხალისის დაბრუნება მოახერხა. კლინიკა პერიოდულად აცხადებს ფასდაკლებებს როგორც უშვილო წყვილებისათვის, ისე ინდივიდუალურად პაციენტებისათვის, რათა მათ ხშირ შემთხვევაში უფასოდ ან ფასდაკლებით შეძლონ საჭირო და მნიშვნელოვანი გინეკოლოგიური თუ უნაყოფობის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.


ნანახია: 586-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეპროარტის ძირითადი საქმიანობა ყველა ტიპის უშვილობის კვლევასა და მკურნალობას მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება
ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და ის იმ კომპანიებსა და ადამიანებს გამოავლენს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან.
იშვიათი ოპერაციები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში კეთდება.
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
კლინიკის მთავარი ექიმი ბესიკ კაცაძე ამბობს, რომ კლინიკა ქუთაისში იმპლანტოლოგიის დამკვიდრებასა და უკბილობის პრობლემის მქონე

ამინდი