Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისისთვის პარლამენტის გადატანა დიდი დანაკლისი არ იქნება"

თარიღი : 27-12-2018, 11:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბოლო პლენარული სხდომა, სავარაუდოდ დღეს ჩატარდება.
ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, პარლამენტის თბილისში გადატანა, ქალაქისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, შენობაში საპოლიციო ჰაბი განთავსდება, ასევე ქუთაისში მალე საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება.

„ქალაქისთვის არ იქნება დანაკლისი. რაც ჩვენ გვაწუხებდა ამ შენობის ფუნქცია იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ახლა გარკვეულია, ამ საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის კონტურები ჯერჯერობით იყო ძალიან ფერმკრთალი, ახლა ერთი საკითხიც და მეორეც გადაწყვეტილია და ვფიქრობ, ქუთაისი ახალ სიცოცხლესაც შეიძენს და ინტენსივობა განვითარების იქნება თვალსაჩინო. საგანმანათლებლო ცენტრი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ცენტრი თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნეში. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, სატრანსპორტო ცენტრიც არის, რომელიც, ასევე მნიშვნელოვანწილად გაფართოვდება. ასე, რომ პერსპექტივაში ქუთაისს ვხედავ, როგორც გაცილებით ძლიერად ფეხზე მდგომ ქალაქს“–განაცხადა გია ვოლსკიმ.


ნანახია: 702-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება მომსახურეობის ცენტრი, რომელიც 50-მდე საპოლიციო სერვისს გააერთიანებს.
უმრავლესობის წევრის თქმით, ბირჟა, რომელიც პარლამენტის შენობაში განთავსდება, მთელ კავკასიაში ცნობილი იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა აშენდეს.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრებს მიმართავს.
აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ჯგუფ 'ქართუ'-ს დაუკავშირდა.

ამინდი