Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რა დანგრეული გზითაც წლების წინ დავდიოდი, ისეთივე მდგომარეობაა ახლაც"- დეპუტატი ქუთაისის მერს ისევ აკრიტიკებს

თარიღი : 26-12-2018, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, ქუთაისის მერის საქმიანობას ისევ კრიტიკულად აფასებს.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა ისევ ისეთივე მოუწესრიგებელია, როგორიც ეს წლების წინ იყო.

"თუ თვითმმართველობები უკეთესად იმუშავებენ და მეტი ადამიანი იქნება კმაყოფილი, ჩვენც ეს გვინდა, რომ მეტად იმუშაონ. ვინც მიიღებს შენიშვნებს ან არ მიიღებს, ეს ჩემი საქმე არ არის. თქვენ ხომ ამ ქალაქის მცხოვრებლები ხართ, არის პრობლემები ამ ქალაქში? მინდა, რომ ყველა თვითმმართველობა იყოს წარმატებული. ეს არის ჩვენი ამოცანა, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწორი და სწრაფად უნდა მივიდეს ადამიანებთან და მე ვატყობ, რომ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი ამ ქალაქში. არ ვიცი ვინ რას ლაპარაკობს, არავის ჩემთან კომუნიკაცია არ ქონია და არც არავის განცხადება წამიკითხავს. ქუთაისელებმა ჩემზე უკეთ იციან, ვინ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. მე სტუმარი და გულშემატკივარი ვარ ამ ქალაქში და მე ვთქვი ჩემი შენიშვნები, რა გზითაც დავდიოდი, ახლაც იმ დანგრეული გზით დავდივარ“–განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


ნანახია: 1620-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დედაქალაქში უნდა იყოს.
იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას საქმიანობას აფასებს.
ქალაქში ტურისტებისა და ტურიზმიდან შემოსავლების მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ტურისტულ ობიექტებში პრობლემები ისევ მოუგვარებელი
ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა, ქალაქის დასუფთავების სამსახურთან ერთად მოწამეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. მისი
ქუთაისში მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლების წინ მინისტრთა კაბინეტის მიერ გახსნილი ქუჩის საათის მუშაობაზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ

ამინდი