Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რომ დავიძინებთ, არ ვიცით გავიღვიძებთ თუ არა,'-ოჯახები წყალტუბოში, რომელთაც სახლი თავზე ენგრევათ

თარიღი : 26-12-2018, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე, ორსართულიან კორპუსში მცხოვრები ოთხი ოჯახი შველას ითხოვს.

ოჯახები, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ, თავს ნგრევად შენობას აფარებენ. მათ შორის ერთ-ერთი ჯიმშელეიშვილების შვიდსულიანი ოჯახია. ბინა, სადაც ხუთი ბავშვი იზრდება, შეიძლება ნებისმიერ წუთს ჩამოინგრეს და ოჯახის წევრები ნანგრევებში მოიყოლოს. ოჯახები წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას და დახმარებას ითხოვენ.

„სახლს კედლები და ჭერი ენგრევა. საძირკველი გამოცლილი აქვს. ყველაფერი მოშლილია. შუქის ჩართვა გვეშინია. დაახლოებით ერთი თვის წინ ცეცხლი გაჩნდა. რომ არ მოგვშველებოდნენ, მე და ჩემი შვილები სახლში გამოვიწვებოდით. გათბობაც არ გვაქვს, გათბობას შიშით წესიერად ვერ ვრთავთ და ბავშვებსაც სიცივეში უწევთ მეცადინეობა. თუ კომუნალურ გადასახადებს გადავიხდით, შიმშილობა გვიწევს, რადგან საჭმლისთვის ფული აღარ გვრჩება. თუ საჭმელი ვიყიდეთ, შუქი და გაზი აღარ გვექნება და ვართ ასე,“ - აცხადებენ ჯიმშელეიშვილები.

თამარ მეფის ხუთ ნომერში, დანგრევის პირას არსებულ ორსართულიან ბინას ჯიმშელეიშვილების გარდა, თავს კიდევ 3 ოჯახი აფარებს. კორპუსის ბინადრები ყვებიან, რომ შიშით იძინებენ და მეორე დღეს გაღვიძების იმედი აღარ აქვთ. ოჯახები ხელისუფლებისგან დროულ დახმარებას და ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.

„რომ დავიძინებთ, გავიღვიძებთ თუ არა, არ ვიცით. ნებისმიერ წუთს ველოდებით ნგრევას. წასასვლელი არსად გვაქვს. წყალტუბოს მერიაში გვითხრეს, ჯერ დევნილებს უნდა მივხედოთო,“ - აცხადებენ ოჯახები.

წყალტუბოს მერიის სოციალური სამსახური ოჯახებს ქირით გაყვანას სთავაზობს. სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია. სამომავლოდ კი წყალტუბოს მერია სოციალური საცხოვრისის მოწყობას გეგმავს.


ნანახია: 553-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მცხოვრები ჯანგავაძეების მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება,
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.
ქუთაისში მცხოვრები მზევინარ გაგოშიძე ადგილობრივი ხელისუფლებისგან თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვს.
წყალტუბოში, სანატორიუმ „სამგურალში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებლებს ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ.

ამინდი