Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, „ღორის გრიპის" რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა

topnews.com.ge
ქუთაისში, ე.წ "ღორის გრიპის" რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ იმერეთის ახალი ამბების სააგენტო, topnews.com.ge-ს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, H1N1-ის ვირუსები, როგორც ქუთაისში, ასევე იმერეთში და საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.

„ ქუთაისში დაფიქსირდა ე.წ ღორის გრიპის ვირუსები. ასევე არის იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. თუმცა ეს საგანგაშო არ არის, ზოგადად საქართველოს ყველა ქალაქში არის ეს შემთხვევები. თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ. ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


ნანახია: 1757-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იგი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.
2015-16 წლების გრიპის სეზონზე, სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია ე.წ. ღორის გრიპის 186 შემთხვევა, აქედან 7 ლეტალურად დასრულდა.
გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.
პაატა იმნაძე, პრევენციის მიზნით, მოსახლეობას ხელის ხშირ დაბანვასა და აცრების ჩატარება ურჩევს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალი წლის იანვრიდან ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების გააქტიურებას ელოდება. თუმცა მანამდე
გრიპის ვირუსი მუცლადმყოფმა ნაყოფმაც შესაძლოა ისევე გადაიტანოს, როგორც თავად ორსულმა. ამიტომ, სპეციალისტები ორსულ ქალბატონებს

ამინდი