Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჩვენი მოკვლა მოუწევთ, სხვა შემთხვევაში აქ ვერაფერს ააშენებენ,’- ქუთაისში მოსახლეობა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

თარიღი : 19-12-2018, 21:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ქალაქის მერიისა და საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში დავას აგრძელებს და სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. საუბარია დაახლოებით 180 ოჯახზე, რომლებიც მერიას უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 500 კვ. მ. ფართობის სკვერს, რომელიც მერიამ მეწარმეს კომერციული ობიექტის მოსაწყობად იჯარით გადასცა.

„მერიამ სკვერი ისე გაასხვისა, ჩვენთვის არაფერი უთქვამს. ამის შესახებ მხოლოდ მასინ გავიგეთ, როცა აქ მშენებლობის დასაწყებად ტექნიკა მოვიდა. ამბობენ, რომ კაფე და სასტუმრო უნდა აშენდეს. ისიც გვითხრეს, გარაჟები აიღეთო. ჩვენ სად წავიდეთ? ადგილი არ გვრჩება იმისათვის, რომ გამოვიდეთ. ამდენი ხე უნდა მოჭრან და ჩვენ ჰაერის გარეშე დაგვტოვონ. ჩვენი მოკვლა მოუწევთ. სხვა შემთხვევაში აქ ვერაფერს ააშენებენ,“ - აცხადებს მოსახლეობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსახლეობის ინტერესებს ქალაქის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ნატო ქათამაძე იცავს. ქათამაძე ამბობს, რომ ის სკვერის იჯარით გაცემას ეწინააღმდეგებოდა, რადგან მერია საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წავიდა.

მოსახლეობა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება მათ საწინააღმდეგოდ იქნება, აქციების პერმანენტულ რეჟიმში გამართვას გეგმავენ.


ნანახია: 398-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ. ბუხაიძის გამზირის N16 და N18 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობამ აქცია გამართა.
ავტოგასამართი სადგური ექსპლოატაციაში ქუთაისის სააპლეაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შევა.
ბუხაიძის გამზირზე მაცხოვრებლები, რომლებიც სკვერში კაფის მშენებლობას აპროტესტებდნენ, დღეს საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდნენ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
ორი მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
აღნიშნულ ქუჩაზე მერიის დაკვეთით მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მიმდინარეობდა, მძიმე ტექნიკის საშუალებით კალაპოტიდან ამოღებული ქვა-ღორღი და მიწის მასა
21 იანვარი, 11:00 საათი: ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიების რეგიონული ლიდერები, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო, topnews.com.ge-ს პრესკლუბში

ამინდი