Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველო ინტერნეტის გარეშე – საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა, ბაზარი კი კვლავ დუოპოლიზებულია

თარიღი : 19-12-2018, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, 21 საუკუნის საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი ფუფუნების საგანია. ქვეყნის რეგიონების დიდ ნაწილში ოპტიკურ–ბოჭკოვანი ქსელი დღემდე არ არსებობს და მოსახლეობა ვერ ახერხებს ინტერნეტით სარგებლობას. მაშინ როდესაც მსოფლიო ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გზას ადგას, ჩვენთან ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თუკი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუქას ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ინტერნეტით სრულად დაფარული მხოლოდ თბილისი და აჭარის რეგიონია. აი რაც შეეხება კახეთს იქ ინტერნეტის დაფარვის სიმკვრივე 35%–ს შეადგენს, 40%–ითაა დაფარული შიდა ქართლი, ქვემო ქართლის დაფარვის სიმკვრივე 62%–ს შეადგენს, 54%–ითაა დაფარული იმერეთი, 42%–ით სამცხე–ჯავახეთი, 45%–ით მცხეთა–მთიანეთი, 19% პროცენტით გურია, 32%–ით სამეგრელო ზემო–სვანეთი, აი რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დაფარვა კი მხოლოდ 5%–ს შეადგენს.

ჩავარდნილი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი
როგორც ვხედავთ, ინტერნეტის დაფარვა საქართველოს რეგიონებში ძირითადად 50%–ს ქვემოთაა, რაც ნამდვილად კატასტროფული მაჩვენებელია. ამ სიტუაციიდან გამოსავალი კი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იყო, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილს უნდა განეხორციელებინა და რაშიც 100–150 მილიონი უნდა დახარჯულიყო. შედეგად 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა, ხოლო 10 რეგიონის 500-მდე სოფელი ინტერნეტ კაბელით უნდა დაქსელილიყო. პროექტის დაწყების შესახებ 2016 წელს გაცხადდა და სამუშოების დაწყების შესახებაც დაანონსდა, თუმცა მას შემდეგ 2 წელიწადზე მეტი გავიდა და არანაირი კონკრეტული შედეგიც შესახებ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას OPEN NET–ს არ განუცხადებია. “ოფენ ნეტი” “ბანკები და ფინანსების” კითხვებსაც თავს არიდებს და ორი წლის განმავლობაში თავადაც არანაირ ინფორმაციას არ აქვეყნებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ან კი, როგორ გამოაქვეყნებს, როდესაც არაფერი არ გაკეთებულა.

როგორც ჩანს, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის განხორციელებაც პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა ჩავარდა, თუმცა მიზეზები უცნობია. არც ისაა ცნობილი თავად ივანიშვილმა გადაიფიქრა მისი განხორციელება, თუ მის მიერ პირველ ეტაპზე გამოყოფილი თანხები გაიფლანგა და ამიტომ დროებით დააპაუზა პროექტი. თუმცა რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი ფაქტი ერთია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი, ბაზარს კვლავ მხოლოდ ორი კომპანია ,,კავკასუს ონლანი” და “სილქნეტი” აკონტროლებენ, ისინი ყველა კონკურენტს აქრობენ, ქსელის განვითარებას არ ცდილობენ და ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, არც უცხოური კომპანიები ცდილობენ ინტერნეტბაზარზე შემოსვლას.

მცირე ინტერნეტპროვაიდერებს ტარიფი 7–8 ჯერ შეუმცირდათ, თუმცა ისინი ბაზარზე ფაქტობრივად არ არსებობენ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი რეგულაციები მიიღო, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ფასი 7-8-ჯერ შეუმცირებს.

“ახალი რეგულაციების მიხედვით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს ზუსტად ისეთი მომსახურება მიაწოდონ, როგორსაც დღეს მათ დიდი ინტერნეტ ოპერატორები აწვდიან, რაც ბაზარზე მაღალი კონკურენციის შექმნის წინაპირობაა და ხელს შეუწყობს, როგორც არსებული მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებას, ისე ახალი ოპერატორების გაჩენას”, – აცხადებენ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია და მას ეფექტიც ექნებოდა ქვეყანაში რეალურად რომ გვყავდეს მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები. თუკი რეალურ ციფრებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ ინტერნეტბაზარზე ჯამში 795 000 აბონენტია, რაც შეეხება კომპანიებს ბაზარზე 400–ზე მეტი ოპერატორია. და საინტერესოა ის, რომ ამ 400 კომპანიიდან ბაზრის 78.3%–ს ორი კომპანია “მაგთიკომი” და “სილქნეტი” აკონტროლებენ. მხოლოდ 21.7% მოდის დანარჩენ 400 მცირე პროვაიდერზე. აღსანიშნავია, რომ ორი კომპანია, “კავკასუსუსი” და “სილქნეტია” საბითუმო ინტერნეტის გამყიდველიც და ამ სიტუაციაში, მაშინ, როდესაც ბაზარი სრულად დუოპოლიზებულია, რა კონკურენციის გაწევა უნდა შეძლონ მცირე პროვაიდერებმა თუნდაც 7–8 ჯერ შემცირებული საბითუმო ინტერნეტის შეძენის შემთხვევაში ადვილად წარმოსადგენია.

ინტერნეტიზაციის პროექტის ალტერნატივა, თუ გამოსავლის ძიების მცდელობა
მართალია, შემცირებულ ფასად ნაყიდი ინტერნეტი კონკურენციას ვერ გაზრდის ბაზარზე, მაგრამ ერთი დადებითი ფაქტი ნამდვილად არსებობს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაში. დიდ ოპერატორებს, რომლებსაც ძვირადღირებული ოპტიკური ქსელი აქვთ, უჩნდებათ ვალდებულება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორებს მისცენ დაშვება, რის შედეგადაც პატარა ოპერატორები შეძლებენ თბილისში ნაყიდი გლობალური ინტერნეტი რეგიონში გაყიდონ. მართალია ამ შემთხვევაში საუბარია რეგიონებზე, თუმცა ესეც განვითარების გარკვეული შანსია მცირე ოპერატორებისთვის. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონებში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ოპერატორი ,,დელტაკომიც” “მაგთიმ” შეიძინა და საკუთარ აქტივად აქცია.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ერთ–ერთი განსაკუთრებულობა სწორად იმაში მდგომარეობა, რომ საქართველოს მასშტაბით იქმნებოდა ქსელი, რომელზე დაშვებასაც ყველა ოპერატორი შეძლებდა და კონკურენტული გარემოც შეიქმნებოდა. მაშინ როდესაც პროექტი ფაქტობრივად ჩავარდა, მცირე ოპერატორებისთვის გადარჩენის შანსი შესაძლოა სწორედ ის იყოს, რომ მათ მსხვილი ოპერატორების ქსელით სარგებლობის საშუალება მიეცეთ.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მიღებულ ახალ რეგულაციებს გარდამტეხ ცვლილებად აფასებს.

სეთური ამბობს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ლიბერალური ქართული ინტერნეტ ბაზარი უნდა დაშენდეს და განვითარდეს. მისი განცხადებით, ინტერნეტ ბაზარზე ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი რეგულაცია აქამდე არ განხორციელებულა.

“უნდა ითქვას, რომ ეს არის გარდამტეხი რეგულაცია, რომელზეც უნდა დაშენდეს ლიბერალური ქართული ინტერნეტ ბაზარი. ამის თქმის არ მეშინია, რადგან ეს არის სწორედ ის ბარიერი, რომელიც არსებობდა აქამდე და ქმნიდა პრობლემებს. მცირე ოპერატორები გამოკეტილები იყვნენ რეგიონებში. სწორედ კანალიზაციასთან დაშვების, კაბელის ქირაობისა და არხების დაშვების უფლება მიუღწევადი იყო მათთვის უარის, ან მაღალი ფასის გამო. ეს ბარიერები მოიხსნება. ეს არის ბაზისი, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდეგი პროცესები და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდ წილად ეს პრობლემები მოგვარდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 15 იანვრიდან, როცა ეს რეგულაცია ამოქმედდება, დაახლოებით 3-6 თვეში მომხმარებელი იგრძნობს ამას, როგორც მომსახურების ხარისხზე ასევე ფასებზე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარდამტეხი რეგულაცია”,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას უჩა სეთურმა.

რამდენად მისცემს მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერებს, თუნდაც რეგიონების მასშტაბით განვითარების საშუალებას აღნიშნული რეგულაცია ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა კარგია, რომ კომუნიკაციების მარეგეგულირებელმა კომისიამ გარკვეული ნაბიჯი გადადგა ბაზრის ორი მონოპოლისტის ,,მაგთიკომისა” და “სილქნეტის” წინააღმდეგ.

bfm.ge


ნანახია: 736-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმისათვის, რომ ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება
პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა.
ინტერნეტპროვაიდერების მიერ მიღებული ჰოსტინგ შემოსავლები ყოველწლიურად, დაახლოებით, 20%-ით იზრდება.
პროგრამის მიზანია შექმნას მოთხოვნა ფართოზოლოვან ინტერნეტზე საქართველოს რეგიონებში და გაზარდოს აღნიშნული მომსახურების
'სილქნეტში' აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია გათვალისწინებულია სილქნეტის სააბონენტო ხელშეკრულებებში და ეს არ არის ახალი ნორმა.

ამინდი