Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბარბაწმინდა'-საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსის ისტორია

თარიღი : 17-12-2018, 16:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში არსებული უძველესი სამონასტრო კომპლექსის შესახებ გიამბობთ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაული აღინიშნა. ტაძარში წირვა მამა იოსებ სადუნიშვილმა აღავლინა, რომელიც მდინარე ძირულის ხეობაში მოღვაწე მოძღვარია. წირვა-ლოცვა რეგულარულად ტარდება მდინარე ძირულის ხეობის სხვა სოფლების უძველეს ტაძრებში.

„ბარბაწმინდა“, რომელსაც ისტორიულად ზემო ხეფინის ხევი ეწოდება, მდინარე ძირულას ხეობაში მდებარეობს. ხეობაში მრავალრიცხოვანი ეკლესიებია, აგრეთვე ნატაძრალები, ციხის ნაშთები, ხეობის ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი ნატაძრალია წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია-"ბარბაწმინდა". ტაძარი ერთ-ერთი ძველი სამონასტრო კომპლექსია საქართველოში, რომელიც წმინდა ბარბარეს სახელზე აიგო. ნატაძრალის საკურთხეველს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, რაც ასევე ძველი საეკლესიო სტილია და ძირითადად X საუკუნემდე აგებულ რამდენიმე ტაძარშია. საკურთხეველში შემორჩენილია უნიკალური ჩუქურთმიანი ქვები და დავითის ვარსკვლავი. გადმოცემით ტაძარს კომინისტურ პერიოდამდე გააჩნდა განძთსაცავი. გადმოცემის თანახმად აქ დედათა მონასტერი უნდა ყოფილიყო.

ჭალოვნის ბარბაწმინდის ნატაძრალი ძლიერ მადლიან სალოცავად ითვლება. მას არასდროს მოკლებია მლოცველი, თვით ათეიზმის პერიოდშიც კი. ტაძარში წირვა გასული საუკუნის შუა წლებამდე აღესრულებოდა, რომელიც 2009 წელს განახლდა.

ყოველ ბარბარობას სხვადასხვა სოფლიდან და მუნიციპალიტეტიდან იკრიბება მრევლი. ღია ცის ქვეშ ტარდება საღვთო ლიტურგია. ტაძრის არქეოლოგიური შესწავლა ხელს შეუწყობს ხეობის ისტორიულ-კულტურული კუთხით შესწავლას.

სოფელ ჭალოვანის სახელწოდება უნდა უკავშირდებოდეს მის მდებარეობას. სოფელი, ძირითადად, განლაგებულია მდინარე ძირულას ჭალაში, ე.ი. სოფელს ჭალოვანი მდებარეობა უჭირავს. ჭიათურის ტერიტორიაზე არის სოფლის სახელწოდების მონათესავე სახელის მქონე სოფლები: პერევისის თემში სოფელი ჭილოვანი, ხვაშითის თემში ზედა ჭალვანი, ხოლო წირქვალის თემში ქვედა ჭალოვანი. სოფლის ტერიტორიაზე გაედინება მდინარე ძირულა. სოფელში საუკუნეების განმავლობაში ბარბარობის დღეს აღინიშნება მეკვლეობაც. ბარბარობაზე მოსახლეობა ხსნის ქვევრში, ამ დღისთვის დაყენებულ ზედაშეს ღვინოს და ხდება ზედაშით ოჯახების დალოცვა. ჭალოვანში რამდენიმე ჯიშის ვაზი ხარობს.


ნანახია: 2796-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
რუბრიკა 'ჩემი იმერეთი' ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
იმერეთის ერთ-ერთი საინტერესო ადგილის ისტორია რუბრიკაში 'ჩემი იმერეთი'.

ამინდი