Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ადგილობრივ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ხედვა და პროფესიონალური გუნდის პატივისცემა"

თარიღი : 13-12-2018, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში, საბინაო სამსახურის შესაძლო გაუქმებას, აღნიშნული სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ეხმაურება.
ნაკაშიძე ქუთაისის მერიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირს, პოლიტიკურ პასუხიმგებლობას უწუნებს და საკრებულოს მოუწოდებს, რომ აღნიშნული სამსახურის გაუქმება არ დაუშვას.

"მერიაშიც და საკრებულოშიც არიან ის ადამიანები, რომლებიც საბინაო სამსახურში მუშაობდნენ და კარგად უნდა იცოდნენ ამ სამსახურის დანიშნულება. რეალური თვითმმართველობა, ამხანაგობების ხელშეწყობა და განვითარება, მრავალბინიანი კორპუსების პრობლემების მოგვარება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და ამ დროს სამსახურის გაუქმება ყოველგვარ ლოგიკას ცდება. საბინაო სამსახური იყო ერთ-ერთი ყველაზე შეკრული გუნდი, რომელიც შრომისმოყვარე პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული, რაც შედეგებშიც აისახა. სამწუხაროდ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებით მინიმუმ არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ხედვა და პროფესიონალური გუნდის პატივისცემა და უარეს შემთხვევაში პირად ამბიციებს, ბოღმას და პატარა კაცობას წირავენ ქალაქის და უამრავი ადამიანის ინტერესს. მოვუწოდებ საკრებულოს ხმა ამოიღოს ამ სიმახინჯეზე და არ დაამტკიცოს ცვლილებები ამ სახით. ამ ქალაქს უარესიც ახსოვს, მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს, მაგრამ რიგით მოკვდავთ ხშირად ავიწყდებათ, რომ ყველაფერი დროებითია და ჩინით თუ უჩინოდ ერთნაირად თავაწეული უნდა შეგეძლოს ქალაქში სიარული."-განაცხადა საბინაო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ნაკაშიძემ.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით საბინაო სამსახური უქმდება.


ნანახია: 481-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც
სამსახურის პროექტებში 21 268 ადამიანი იყო ჩართული.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში უკვე მეხუთე დღეა ძლიერი ქარია.
საბინაო სამსახურის უფროსმა მეზრაპრის ქუდი და მანტია მოირგო და დღის ცენტრის აღსაზრდელებს ზღაპარი სამი გოჭის ამბავი წაუკითხა.
გოგი წულაია ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსს ვლადიმერ ნაკაშიძეს რჩევას აძლევს.
„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერიას საბინაო ფონდის შექმნისა და მოქალაქეთა პრობლემებზე რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
აღნიშნულ ქუჩაზე მერიის დაკვეთით მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მიმდინარეობდა, მძიმე ტექნიკის საშუალებით კალაპოტიდან ამოღებული ქვა-ღორღი და მიწის მასა
21 იანვარი, 11:00 საათი: ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიების რეგიონული ლიდერები, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო, topnews.com.ge-ს პრესკლუბში

ამინდი