Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„დაგილეწავთ თავ-ყბას"-პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

თარიღი : 12-12-2018, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები”, – მიმართა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას.

დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მოაწყო კლოუნადა.

„არაფერი არ ხდება, ისინი უბრალოდ მარცხს ვერ ეგუებიან. მერამდენედ უნდა მოაწყოს კლოუნადა ნიკა მელიამ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება მწარე მარცხს, რომელსაც ჩვენ დავპირდით. ასეთია დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ სახე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



ნანახია: 843-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც 'ერთიან ნაციონალურ
დაპირისპირება დამოუკიდებელი დეპუტატის “მწვანეთა პარტიის” წევრის გია გაჩეჩილაძის გამოსვლას მოჰყვა.
ოპოზიციონერი ქუთაისში იმყოფება, რომელმაც ადგილობრივებს გვირილობის დღესასწაული მიულოცა.
100 მანდატიდან - 81% კაცია, ქალებმა - 19 მანდატი მიიღეს.
'პატრიოტთა ალიანსის' ლიდერებმა ქუთაისის ოპერის თეატრში იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები დაასახელეს.

ამინდი