Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიგონზე დაღუპული სამხედროს, მირზა ჩაჩუას ოჯახს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა

თარიღი : 8-12-2018, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე შეხვდა.
დაღუპული სამხედროს ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობს, რომლებსაც გუბერნატორის მოადგილე დახმარებას დაჰპირდა.

"მოვიდა და ასე გვითხრა გუბერნატორი თბილისშია და მე წამოვედი თქვენი პრობლემების მოსასმენადო. დაგვპირდა, რომ თქვენს გულისტკივილს ბატონ შავლეგოს გადავცემო. დაპირებები ბევრი მოგვცა, თუ შეასრულებენ კარგია,"- აცხადებს დაღუპული სამხედროს მეუღლე, მარინე ახვლდენი.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში მცხოვრები ჩაჩუების ოჯახი იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას მედიის საშუალებით რამდენიმე კვირაა აჟღერებენ.

31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.


ნანახია: 521-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს და მინისტრ ლევან იზორიას ერთი
შვილმკვდარი მამა შავლეგო ტაბატაძეს, როგორც ყოფილ გენერალს, შეხვედრას რამდენიმე კვირაა უშედეგოდ სთხოვს.
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულის დედა აცხადებს, რომ მომხდარის დეტალებთან
სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, ჯარისკაცის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.

ამინდი