Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა

თარიღი : 6-12-2018, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მიმდინარე წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.
ხუთი დაკავებულის დაცვის მხარემ დაზარალებულების პოზიციის გამორკვევამდე, პროცესის გადადების შესახებ დააყენა შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ და მეექვსე დაკავებულის, გოჩა ქასრაშვილის ადვოკატმა წარმოთქვეს.
შეგახსენებთ, ტყიბულში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, დაკავებულია კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი: ტარიელ აბესაძე მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, თანაშემწე გოჩა ქასრაშვილი, უბნის უფროსი მურად აბულაძე, მენეჯერი
მამული კუბლაშვილი და დირექტორი აკაკი ახვლედიანი

დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240- ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, მძიმედ დაშავდა.

მომავალი სასამართლო პროცესი 19 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.


ნანახია: 135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომდევნო სხდომა 6 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
საქმეზე არსებითი განხილვა 20 სექტემბერს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლიდან 5 წლამდე თავისუფლების
დაკავებულები არიან, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, შახტის მენეჯერი- მამული კუბლაშვილი, უბნის
დაკავებულები არიან ინჟინრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შახტის დირექტორი.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი