Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში საავტომობილო გზა ჩაინგრა

თარიღი : 6-12-2018, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი გიგა გაბრიჭიძე ავრცელებს. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე გზა რამდენჯერმე ჩაინგრა.

"როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონში ქერქული ნარჩენების უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება ანტიკორუფციულ სააგენტოში. როგორც ჩანს, გამოძიების მიმდინარეობა ხელს არ უშლის მერს და მის გარემოცვას ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელონ ჭანტურიას ქუჩისთვის ძირის გამოთხრა, რათა ამით აიძულონ ცენტრალური ხელისუფლება, რომ სასწრაფო წესით გაიცეს შესაბამისი ლიცენზია. საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება მერისგან ძირისგამომთხრელი საქმიანობა?!," - ამბობს გაბრიჭიძე.

ზესტაფონის მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.


ნანახია: 507-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გზის ჩავარდნას სილიკომანგანუმის ნარჩენების უკანონო მოპოვებას უკავშირებს ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე.
ზესტაფონის მერიაში ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ზესტაფონის საკრებულოს წევრი 'პატრიოტთა ალიანსი'-დან გიგა გაბრიჭიძე ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს ბიუჯეტის თანხების
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი