Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში საბინაო სამსახურის გაუქმებას აპირებენ

თარიღი : 6-12-2018, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაციის მიზეზად "ლეიბორისტული პარტიის" წევრი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირებისათვის და პარტიული აქტივისათვის ხელფასების გასაზრდელად თანხების მობილიზებას ასახელებს. ამის შესახებ ირაკლი კიკვაძემ ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მერიამ დააანონსა რეორგანიზაცია, რომელიც პარტიული თუ პიროვნული ნიშნით არასასურველი კადრების მოშორებას ემსახურება. მეორე მხრივ, ეს ეხება ხელფასების მატების გაპრავებას. მერიის შემდეგ რეორგანიზაცია მერიის ააიპებსაც შეეხება. რეორგანიზაციის შედეგად არაფრისმთქმელი განყოფილებები შეიქმნება. მე მაქვს შიდა ინფორმაცია. მერიაში აპირებენ ერთ-ერთი, საბინაო სამსახურის გაუქმებას, ხოლო მერიის ააიპებსა და შპსეებში ახალი განყოფილებების შექმნას. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს შეეხება მაღალი თანამდებობისა და "ოცნების" პრივილეგირებულ პირებს,"-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ქუთაისის მერიაში რეორგანზიაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ.
მერიაში განმარტავენ, რომ განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა.

"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით. როგორც მოგეხსენებათ 2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელთა მუშაობამ ნათელყო, რომ მერიის და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოხდეს სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია.რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს. განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა,რის თაობაზეც დავალება რეორგანიზაციის დაწყების ბრძანების საფუძველზე სამსახურის უფროსებზე გაცემულია."- ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 266-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიაში განმარტავენ, რომ განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ
რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილებზე მერიაში კონკურსი უკვე გამოცხადდა.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიიდან და მერიას დაქვემდებარებული ააიპებიდან რეორგანიზაციის შედეგად ჯამში 160 ადამიანი გათავისუფლდა.
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი პირველ მარტს დასრულდება.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი