ქუთაისის მახლობლად, ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

ქუთაისი ხონის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა. მისი თქმით, საავადმყოფოებში ცხრა პაციენტი რჩება.მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში.
"ამ დროისთვის საავადმყოფოში 9 პაციენტი რჩება. საერთო ჯამში 14 სამხედრო დაშავდა. საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"-აცხადებს მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე.
ქუთაისის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო დაშავდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.