Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გენდერული თანასწორობის საბჭო მოსწავლეებს ხვდება

თარიღი : 5-12-2018, 18:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართა.

საბჭოს მიზანია კამპანიის ფარგლებში მოხდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. კერძოდ კი ახალგარზდებში გაიზარდოს ინფორმაციის დონე გენდერისა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შესახებ.

"საბჭოში შემავალი წევრი ორგანიზაციების ბაზაზე უკვე მესამე შეხვედრა გავმართეთ. ამჯერად ფონდი სოხუმის ბაზაზე შევხვდით 33-ე აჯარო სკოლის აღსაზრდელებს. საბჭოში წელს აქცენტს ვაკეთებთ ცნობიერების გაზრდასა და კომპეტენციების გამყარებაზე. შესაბამისად შევეცადეთ, კამპანიის ფარგლებში აქცენტი გაგვეკეთებინა როგორც გენდერის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე ასევე, ძალადობასთან ბრძოლის მექანიზმებზე. აღნიშნული კამპანიით ჩვენ უკვე 100-ზე მეტ ახალაგზრდას შევხვდით," -განაცხადა გენდერული თანასწორობის გასაბჭოს მდივანმა ანა შალიკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ სემინარების ციკლი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში 25 ნოემბერს დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიამრთლა სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბში "თაობათა დიალოგი" და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნიევრსიტეტში. კამპანიის ფარგლებში სემინარების ციკლს უმპასპინძლებს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის ქუთაისის ფილიალი და 10 დეკემბერს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში აქტივობების განხორციელება დასრულდება.


ნანახია: 129-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე იმუშავა.
ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა უახლოეს თვეებში დამტკიცდება.
კამპანიის ფარგლებში ხარაგაულის ქუჩებში გამოკითხვა ჩატარდა.
ქუთაისის გარდა მსგავსი აქცია დასავლეთ საქართველოს ათ ქალაქში ჩატარდა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი