Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის სახურავების დარიგება დაიწყო

თარიღი : 5-12-2018, 18:24 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა მიუტანა.

სტიქიამ ვანში 17 სახლის სახურავი მნიშვნელოვნად დააზიანა. გადასახური მასალების დარიგება დღეს დაიწყო და ხვალ დღის ბოლომდე უკვე ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს სახლის სახურავების აღსადგენად საჭირო მასალებს.

"რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა ვანის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა, წაქცეული იყო ხეები და ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის დიდ ნაწილს. მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბის სწრაფი რეაგირების შედეგად, სტიქიის პირველივე დღიდან დაიწყო ქუჩების გაწმენდა წაქცეული ხეებისგან, მეორე დღიდან კი სრულად იქნა აღდგენილი მთელს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება. სახურავების აღსადგენად საჭირო მასალებით უკვე ხვალ, სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 94-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტიქიამ ვანში 17 სახლის სახურავი მნიშვნელოვნად დააზიანა.
სტიქიის შედეგებს ადგილზე იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე გაეცნო და საგანგებო ჯგუფებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.
მრავალბინიანი სახლის სახურავი ერთი კვირის წინ ხანძრის შედეგად დაზიანდა და კორპუსი სახურავის გარეშე დარჩა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი