Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„მშიერები დავრჩით სათბურები მიწასთან არის გასწორებული"- სტიქიის შედეგები წყალტუბოში

თარიღი : 5-12-2018, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
მუნიციპლიტეტის ათამდე სოფელში, 1 000-მდე რკინისა და ხის კონსტრუქციის სათბური ქარმა დააზიანა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სასათბურე მეურნეობა ბანკებიდან გამოტანილი სესხებით გამართეს, ახლა კი მოსავლისა და სათბურების განადგურების შემდეგ, ისინი პროცენტის გადახდას ვერ შეძლებენ.

"არავინ გამოჩენილა. ახლა რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ყველა აქ იქნებოდა, მერიც და გუბერნატორიც. დღეს კი არავის აინტერესებს ჩვენი პრობლემა, რადგან არჩევნები დამთავრებულია და მათი კანდიდატი უკვე გამარჯვებულია. 2 სათბური მქონდა და ორივე მიწასთან არის გასწორებული. ჩემი მრავალსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პარნიკები იყო. რა ვქნა 10 000 ლარიანი სესხი ბანკიდან მაქვს გამოტანილი, რა გავაკეთო,რით დავფარო ეს თანხა?,"- აცხადებს ნანა დათიაშვილი.

"სიმწრით ერთი სათბური გავაკეთე, 7 000 ლარი დამიჯდა და ქარმა დამინგრია. მოსავალი ახლა რამდენიმე დღეში უნდა ამეღო. არ ვიცი რა გავაკეთო, არავინ არ მოსულა და არ უკითხავს, რა მოგივიდა და როგორ შევძლებთ თქვენს დახმარებასო?! საშინელ დღეში ვართ, იქნებ ვინმე მოგვეშველოს,"-ამბობს ვიტალი ბოდოკია.

წყალტუბოს მუნიციალიტეტის მერიაში იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს განუცხადეს, რომ სათბურები მოსახლეობის კერძო საკუთრებაა და ზარალი ადგილობრივებს დაზღვევით უნდა აუნაზღაურდეთ, სათბურების გადახურვას კი მერია არ უზრუნველყოფს.


ნანახია: 244-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები ამბობენ, რომ სასათბურე მეურნეობა ბანკებიდან გამოტანილი სესხებით გამართეს, ახლა კი მოსავლისა და სათბურების
სათბურების მფლობელები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ძლიერი ქარის გამო 100-ზე მეტი სათბური დაზიანდა.
გასული წლის ნოემბერში ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში 2150-მდე სათბური დააზიანა. სტიქიისგან მიღებულმა ზარალმა კი 4 მილიონამდე ლარი
ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონი დააზარალა.
წყალტუბოს რაიონის მოსახლეობა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი