Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მოწვეული ექიმები მოსახლეობას უფასო კონსულტაციას გაუწევენ

თარიღი : 5-12-2018, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
8 დეკემბერს, მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს, კლინიკა „ღია გულისა“ და IVF- Georgia -ს წამყვანი ექიმები ქუთაისში, „კლინიკა ბომონდში’’ უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.

პაციიენტებს უფასო კონსულტაციას შემდეგი ექიმები გაუწევენ:

ნანა კვერნაძე - ექიმი რეპროდუქტოლოგი / განყოფილების ხელმძღვანელი;

კახა ლაცუზბაია -კარდიოქირურგი/ კარდიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი;

ვახტანგ თეთრაძე - კარდიოლოგი, კარდიო-ექოსკოპისტი, ინტერვენციული კარდიოლოგი / ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი;

დოდო ნაფეტვარიძე - მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი;

გიორგი ცხომელიძე - არითმოლოგი;

ეთერ ხითარიშვილი - მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი / ნევროლოგიური სამსახურის უფროსი;

ნუკრი ელიზბარაშვილი - მედიცინის დოქტორი, ორთოპედ- ტრავმატოლოგი/ ტრავმატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი.

აქციაში მონაწილე პაციენტები „კლინიკა ბომონდში“ ექიმის დანიშნულებით, ლაბორატორიულ კვლევებს 30%-იანი, ხოლო სადიაგნოსტიკო კვლევებს (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონასული ტომოგრაფია) 50%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

უფასო კონსულტაციები 8 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ დაუკავშირდით „კლინიკა ბომონდს“ შემდეგ ტელეფონზე: 598 38 27 60.


ნანახია: 434-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უფასო კონსულტაცია წინასწარ ჩაწერით განხორციელდება.
უფასო კონსულტაციის აქციაზე პაციენტებს საშუალება ექნებათ სპეციალისტისგან მიიღონ რჩევები და დანიშნულება კონკრეტულ დაავადებასთან
აქციაში ჩართვისთვის აუცილებელია ჟურნალისტმა ადგილზე მისვლისას წარმოადგინოს ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, პედიატრი და გინეკოლოგი იღებს. აქციის
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი