Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კლინიკების უმრავლესობას მეორადი და ჩამოწერილი აპარატურა აქვს

თარიღი : 29-11-2018, 20:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პაციენტისთვის სწორი დიაგნოსტიკა მკურნალობაზე რთულია. ჩვენი მოქალაქეები არ ენდობიან საქართველოში ჩატარებულ კვლევებს და იძულებული არიან, სხვა ქვეყნების სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმაში მილიონობით ლარი იხარჯება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაინც დაბალია. რაც უნდა ვიტრაბახოთ, რომ სერვისი უმჯობესდება, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ხშირ შემთხვევაში მაღალი დონის კლინიკებშიც კი შეუძლებელია.

მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად ენდობა ადგილობრივ კვლევებს და დახმარებისთვის უცხოურ სამედიცინო კლინიკებს მიმართავს. ამაში ხალხი ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. სამედიცინო მომსახურების შედარებით დაბალი ფასის გამო განსაკუთრებით მაღალია პაციენტების გადინება თურქეთსა და გერმანიაში, უკიდურეს შემთხვევაში კი – ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მკურნალობა გაცილებით დიდ თანხას უკავშირდება.

ბუნებრივია, ადამიანები სწორი დიაგნოზის დასასმელად მიდიან უცხოეთში იმიტომ, რომ ადგილობრივ ლაბორატორიებს და ექიმებს არ ენდობიან. ელემენტარულად, პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რადგან ყველა ჩატარებული ანალიზის პასუხი სხვადასხვაა. საბოლოოდ მაინც, სწორი პასუხის მისაღებად საზღვარგარეთ ხდება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა, ა დამიანს აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა.

დიაგნოსტირების მხრივ არსებულ პრობლემას ხელისუფლებაც აღიარებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჯანდაცვის რეფორმამ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, თუმცა დიაგნოსტირებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი მოსაგვარებელია, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.

ზოიძე ბოლო დროის მიღწევებზე საუბრობს, მაგრამ ვერც იმ ფაქტს უარყოფს, რომ რჩება პრობლემები, რისი მოგვარებაც ვერ მოხერხდა.

„ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ უფრო მეტი ადამიანი მიდის. ეს ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს გაუჩნდა ხელმისაწვდომობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მეტი პაციენტი იკეთებს ანალიზებს და კომფორტიზაციისთვის მიდის უცხოეთში. ასეცაა, მაგრამ ვერ დავმალავ, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ამას უნდა მოვუაროთ.
ორი პრობლემაა ჯანდაცვის წინაშე: წამლების ხელმისაწვდომობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი როგორც დიაგნოსტირებაში, ისე სამეცნიერო კვლევებსა და პოსტოპერაციულ მკურნალობაში. ამისთვის ტარდება ძალიან დიდი რეფორმა, რომელიც აუცილებლად მოგვცემს შედეგს. ეს, პირველ რიგში, არის ექიმების განათლების დონის ამაღლება, მათი კვალიფიკაციის გადამოწმება, დაწესებულებებისთვის ნებართვების გაცემის სტანდარტის ამაღლება და სხვა, ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით, რაც არსებულ ვითარებას ძირეულად შეცვლის.

პრობლემა არის, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ეს საბჭოთა პერიოდიდან მოდის. აქამდე ჩვენ ფინანსური საკითხი გადავჭერით, მაგრამ გვჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდეს”, – აცხადებს ზოიძე.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სამედიცინო დიაგნოსტირებაზე კონტროლი, ზოიძემ ამომწურავად ვერ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებზე მეტად ქვეყანას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს.

„პრობლემის მიუხედავად, მიჭირს თქმა, რომ სამედიცინო მომსახურების დაბალი დონეა, პირიქით, მეზობელი რეგიონებიდან საქართველოშიც კი ჩამოდიან მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მაგრამ რაღაც სფეროებია, სადაც სხვადასხვა პრობლემა გვხვდება.

კარდიოქირურგია ქვეყანაში იმ დონეზეა განვითარებული, რომ არსად წასვლა არ გვჭირდება, მაგრამ სიმსივნის დიაგნოსტიკის მიმართულება, ძვლის ტვინის გადანერგვის საკითხები და სხვა, აქ მეტი უნდა შევძლოთ. ამისთვის უდიდესი ინვესტიციები უნდა კადრებსაც და ტექნოლოგიებსაც გაცილებით მაღალი დონის მომსახურების მისაღებად. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ხარისხი დაეცა, უბრალოდ, მეტი მოთხოვნა გაჩნდა და ეს საკითხი ერთ დღეში ვერ მოგვარდება.

პრობლემა პერსონალის კვალიფიკაციაა. პატარ-პატარა კლინიკა ბევრია, ხოლო კონცენტრაცია უფრო საუნივერსიტეტო ცენტრებში, დიდ კლინიკებში უნდა ხდებოდეს, რადგან პრაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც უნდა ძლიერი ქლირურგი იყოს, კარგი სპეციალისტი იყოს, თუკი ხშირი პრაქტიკა არ აქვს და შესაბამისი მოცულობის კვლევებს არ ატარებს, მაინც იკარგება. ამიტომ პატარ-პატარა კლინიკებში ამ მხრივ მეტი პრობლემაა.#

ჯანდაცვა გრძელვადიანი პროგრამაა, კონკრეტულ ვადაში გაწერილი. მას გეგმაზომიერად თუ მივყვებით, არა მარტო რეგიონში, ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეც შეიძლება გავხდეთ”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” აკაკი ზოიძემ.

თუ რატომ ვერ სვამენ ექიმები საქართველოში სწორ დიაგნოზს, ობიექტური და ძალიან საინტერესო პასუხი აქვს კომპანია „ერმედ-ჯორჯიას“ დამფუძნებელ მერტ ჩალიქუშუს, რომელიც პრობლემის მიზეზად ტექნოლოგიების დაბალ დონეს მიიჩნევს.

როგორც აღმოჩნდა, პრობლემა უკავშირდება ცალკეული კლანების ინტერესს, რომელთა მეშვეობითაც კლინიკებს სამედიცინო აპარატურა მიეწოდებათ. თურქი ბიზნესმენის ინფორმაციით, დაბალი კონკურენციის გამო ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის აპარატურით, რაც საბოლოოდ სამედიცინო კვლევების ხარისხზე აისახება.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ აქვს სამედიცინო დიაგნოსტიკაზე არანაირი კონტროლი დაწესებული. კანონში ხარისხთან მიმართებით არსებული მოთხოვნები ზოგადია და აპარატურის მომწოდებლებიც და ცალკეული კლინიკებიც გვერდს მას იოლად უვლიან. შედეგად კონკურენცია სამედიცინო ბაზარზე არის გაუმჭვირვალე, თამაშის წესები _ ბინძური.

არის კლინიკების ნაწილი, რომელთაც მაღალი პასუხისმგებლობის გამო აქვთ სათანადო აპარატურა და სერვისი, მაგრამ არის ყველა დანარჩენი, სადაც ხარისხი დაბალია ან ნულის ტოლი. ამ დროს მომსახურების ფასები, ფაქტობრივად, ყველგან ერთნაირია. შესაბამისად, პაციენტისთვის ფასიც კი არ არის ინდიკატორი, რომ სანდო და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სერვისი ერთმანეთისგან განასხვაოს“, – აცხადებს ჩალიქუშუ.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოში სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიების სულ 5 აღიარებული მწარმოებელია (მათ შორის „ებოტი“ მოწინავეა) და მათ მთლიანი ბაზრის 70% უკავიათ, დანარჩენი 30% კი 1000-ზე მეტი სხვა მწარმოებლის სეგმენტია, რომელთა შორის არიან ისეთებიც, ხარისხი საერთოდ რომ არ ეზომებათ, თუმცა ფასიც დაბალი აქვთ და ეს ქართული კლინიკებისთვის საცდურია.

„კონკურენტზე 10-ჯერ იაფად იყიდი აპარატურას და მასალებს, მომსახურებას კი ისეთივე ფასს დაადებ… თითქოს მომგებიანია, თუმცა როდესაც პაციენტი თავის უფლებებში გაერკვევა და არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის გამო სასამართლოში მასობრივად გიჩივლებს, მიხვდები, რომ შეცდი და ადრე თუ გვიან ეს ეტაპიც დადგება.

„ემედ-ჯორჯიას“ გარდა, საქართველოში კიდევ მხოლოდ 1 კომპანიაა პრემიუმბრენდი ოფიციალურად – დანარჩენები ყველა, ამა თუ იმ ფორმით, სიყალბით არიან დაკავებული. მათ არ აქვთ ურთიერთობა მწარმოებლებთან, შესაბამისად, ნახულობენ მეორად, ჩამოწერილ ან საეჭვო კომპლექტაციის აპარატურას სხვა ბაზრებზე და შემოაქვთ საქართველოში. არ შეუძლიათ და არც იღებენ პასუხისმგებლობას ანალიზების შედეგების სანდოობაზე, ლეგალური კუთხით ეს უკანონოა.

სამედიცინო აპარატურა, რომელიც შემოდის ბაზარზე, უნდა იყოს გამართული და ეს უნდა იყოს დადასტურებული. ამას გარდა, მათი დამონტაჟება უნდა უზრუნველყონ კვალიფიციურმა ინჟინრებმა და ექსპლუატაციის ტრენინგი ჩაუტარონ კლინიკის პერსონალს. უფრო მეტიც, ეს აპარატურა შემდეგ პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს, რომ მუდმივად გამართული იყოს, მაგრამ ამას არავინ უზრუნველყოფს~, – აცხადებს მერტ ჩალიქუშუ.

ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი პრობლემა სამედიცინო მომსახურების ხარისხია. როგორც `"არდის" სამედიციო დაზღვევის დირექტორმა ეკა ერგემლიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ქართველი პაციენტები უცხოეთში სამკურნალოდ სწორედ ამ მ იზეზით მიდიან.

„საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დაავადების დიაგნოსტიკა. ხშირ შემთხვევაში ხდება დიაგნოზის არასწორად დასმა (მცდარი დიაგნოზი), ჰიპერ დიაგნოსტიკა (რეალური სურათის გამწვავება) ან დიაგნოზის დასმის შეუძლებლობა. პრობლემაა ლაბორატორიების მუშაობის ხარისხიც. პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რომ არაფერი ვთქვათ მორფოლოგიურ კვლევებზე მძიმე შემთხვევებში, როცა საბოლოოდ მაინც საზღვარგარეთ ხდება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა სწორი პასუხის მისაღებად.

ხშირია, როცა სამედიცინო დაწესებულება შეიძენს აპარატურას, თუმცა მათი გამოყენება ვერ ხერხდება შესაბამისი ცოდნის ან პრაქტიკის მქონე ექიმის არარსებობის გამო. ვხვდებით პირიქით შემთხვევებს, ბევრი კვლევა, რომელიც მრავალი წელია, დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში, არ ტარდება საქართველოში შესაბამისი აპარატურის არარსებობის გამო“, – აცხადებს ერგემლიძემ.

"რეზონანსი"


ნანახია: 475-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაცილებით რთული მდგომარეობაა სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკებში, სადაც ხარჯის გაწევა დაზღვეულებსაც კი უჭირთ ხელოვნურად
მოქალაქეები იქამდე, ვიდრე ექიმთან ვიზიტს გადაწყვეტენ, კითხულობენ: კარგი ექიმია? როგორი მომსახურებაა სამედიცინო დაწესებულებაში?
რა ჯდება დასვენება ბათუმში და რა ჯდება იგივე მომსახურება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქ ბარსელონაში? ფასების
ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებს შორის არსებული კონკურენცია უკვე ღიად შესამჩნევია.
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ამინდი