"ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ხელისუფლების და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია დაშინებით, მასშტაბური მოსყიდვით და გაყალბებით"
თარიღი : 29-11-2018, 10:07 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები

ოპოციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია"-ს ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გიგა შუშანია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს მადლობას უხდის.
"მადლობა 36 676 ქუთაისელს, რომელმაც ქუთაისის განვითარებას და საპარლამენტო დედაქალაქად დარჩენას მისცა ხმა. ასევე, იმ 2735 ამომრჩეველს, რომელთა ბიულეტენიც უკანონოდ გააუქმეს (უპრეცედენტო რაოდენობაა), რომ ქუთაისში 1%-იანი მოგება დაეფიქსირებინათ. მადლობა ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც მიუხედავად არნახული ზეწოლისა, ბოლომდე იბრძოლა თითოეული ხმისათვის. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო ხელისუფლების და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია, ძალადობით, დაშინებით, მასშტაბური მოსყიდვით და გაყალბებით,"- ამბობს შუშანია.
ცნობისთვის, ქუთაისში, საპრეზიდენტო არჩებნების მეორე ტურში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 36676 ხმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,72 % -ია, ხოლო 38601 ხმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შეხვდა, რაც ხმების საერთო რაოდენობის 51.28 %-ს შეადგენს.