Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის „ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია

topnews.com.ge
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა.
ფინალს ბათუმმა ისტორიაში პირველად უმასპინძლა.

საინტერესო და დაძაბულ ფინალში ანგარიში „გაგრამ“ 37-ე წუთზე გოლით გახსნა. ივანე ხაბელაშვილმა 49-ე წუთზე თავური დარტყმით ქუთაისელთა კარის ბადე მეორედ შეარხია და „გაგრა“ ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა – 2:0.

ერთი შეხედვით, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თუმცა, ქუთაისელთა თავდამსხმელმა მილოშ ლაჩნიმ ჯერ სხვაობა შეამცირა, ძირითადი დროის ბოლო წამზე კი პენალტით დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა 2:2.

პირველი დამატებული ტაიმის ბოლო წამებზე, მთავარმა არბიტრმა თორნიკე გაფრინდაშვილთან უხეშობისთვის დავით ხურცილავას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, გამარჯვებული ვერც დამატებულ ტაიმებში გამოვლინდა და ისევე როგოგრც წინა წელს, ამჯერადაც პენალტების სერია დაინიშნა.

მეტოქეებმა 4-4 დარტყმა შეასრულეს – მხოლოდ გაგრელმა ჯაბა კასრელიშვილმა ააცილა პენალტი და ანგარიში 3:4 იყო, როდესაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან „გაგრას“ ნახევარმცველი ერეკლე სულთანიშვილი მივიდა. მან ზუსტად დაარტყა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა ჩათვალა, რომ ეს წესის დარღვევით გააკეთა და პენალტი თავიდან შეასრულებინა. ამჯერად, სულთანიშვილს „ტორპედოს“ კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ აჯობა, ბურთი მოიგერია და „ტორპედოს“ საქართველოს თასი მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, რომ „ტორპედო“ ზედიზედ მესამედ გავიდა, მეორედ მოიგო და წაუგებელი თამაშების სერია გააგრძელა, ხოლო ქუთაისური გუნდი კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ბოლო სამი სეზონია, ტიტულის მოპოვებას ახერხებს.


ნანახია: 402-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა.
ქუთაისის ტორპედო თავისი არსებობის ისტორიაში პირველ გახდა საქართველოს სუპერთასის მფლობელი.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი თასის მოქმედი მფლობელია.
"ტორპედო" 8 ქულით მეათე პოზიციას იკავებს ცხრილიში.
თბილისის დინამომ საქართველოს დავით ყიფიანის თასი მეცამტედ მოიგო.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი