Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად წყალტუბოში საზოგადოებრივი ცენტრი დაფუძნდა

თარიღი : 12-11-2018, 19:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წყალტუბოში სალომე ზურაბიშვილის მხარდადასაჭერად საზოგადოებრივი ცენტრი დაფუძნდა. ცენტრი საინიციატივო ჯგუფმა დააფუძნა და გარდა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარდაჭრის გამოცხადებისა მიზნად ისახავს წყალტუბოს განვითარების პერსპექტივებზე საუბარს.

ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელის ლილი გელენიძის თქმით "საზოგადოებრვი მხარდაჭრის ცენტრი" აქტიურად აპირებს მუშაობას მომდევნო წლების განმავლობაში. მისივე თქმით ცენტრი აქ მცხოვრებლებს სთავაზობს სივრცეს, არაფორმალურ გარემოს, სადაც ნებისმიერ წყალტუბოელს შეუძლია მოვიდეს და ქალაქისთვის საჭირო თემებზე მოსაზრებები თანაქალაქელებს გაუზიაროს.

"დღეს წყალტუბოში არ არსებობს სივრცე, სადაც რიგითი მოქალაქეები შევიკრიბებით და ვისაუბრებთ ქალაქის, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა თუ მის მომავალზე. ეს ცენტრი არის საშუალება ნებისიერი ადამიანისთვის, რომელსაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე. დღეს კი ქვეყანას ნამდვილად სჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. სწორი არჩევანის ხაზი კი გადის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატზე. ჩვენ, ცენტრის დაფუძნებით ღია მხარდაჭერას ვუცხადებთ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატიული განვითარება არ უნდა დადგეს კითხვისნიშნის ქვეშ. მჯერა ცენტრი მომდევნო წლების განმავლოაბშიც თავის წვლილს შეიტანს ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღის მშენებლობაში" - ამბობს "საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლილი გელენიძემ.

საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცენტრში დღეს პირველი შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც ორმოცდაათამდე წყალტუბოელი ესწრებოდა.

"საქართველო დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ყველა ქართველმა თავისი სახლში, ოჯახში, ქალაქში, ქვეყანაში თავი უნდა იგრძნოს მშვიდობიანად. ამიტომ ვართ დღეს აქ. სალმე ზურაბიშვილზე არჩევანის გაკეთება არის დღეს ჩვენი იმედი, რომე ხვალ ჩვენი ქვეყანა იქნება უფრო უკეთესი" - ამბობს გულნაზი ქუთათელაძე, ადგილობრივი.

საზოგადოებრივი ცენტრი რუსთაველის 9 ნომერში (სასტუმრო ორიონი) იფუნქციონირებს. ნებსიმეირ მსურველს დღის ნებისმიერ მონაკვეთში და კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლია ესტუმროს ცენტრს.


ნანახია: 176-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულოს წევრის თემურ ნადირაძის განმარტებით, აღნიშნული ცენტრის დაფუძნების მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროდან მოდიოდა.
რიგით ოცდამეცხრე, ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცნობილი მთამსვლელების
აქციაში მონაწილეობა, რომელიც ქუთაისში 10 დღეს გსაგრძელდება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ უსახელოს მოსახლეობის გარდა: მერევის, გუნდაეთის, მეჩხეთურის, ყირაულსას, ქბილარის,
გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი