Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მსოფლიო ჩემპიონი ვარ, მაგის ცემა რომ მდომოდა, ვინ გამომართმევდა ხელიდან,'-სამტრედიის საკრებულოს წევრი ქალის ცემაზე

თარიღი : 9-11-2018, 17:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის საკრებულოს წევრი და სოფელ ღანირის მაჟორიტარი ბადრი შენგელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

შენგელიას სოფელ ღანირის მკვიდრი, რომელიც ამავდროულად მისი ნათესავია, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მაია ფრანგიშვილი ირწმუნება, რომ არა საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატი მას სცემდა.

მაია ფრანგიშვილის თქმით, დეპუტატი მას შემდეგ დაუპირისპირდა, როდესაც მოქალაქემ მაჟორიტარს საქმიანობა დაუწუნა.

თავად ბადრი შენგელია ამბობს, რომ მას მოქალაქისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

" მსოფლიო ჩემპიონი ვარ. მაგის ცემა რომ მდომოდა, ვინ გამომართმევდა ხელიდან. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა,"- ამბობს ბადრი შენგელია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


ნანახია: 273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელჩართული ჩხუბის სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში.
ილია აფხაძე საკრებულოს წევრი 2014 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.
როგორც topnews.com ge-ს "თავისუფალმა დემოკრატებმა" განუცხადეს, გადაწყვეტილებას ისინი უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი