Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ძიძგილაობა იყო და მე ვცდილობდი ორივე დამემშვიდებინა" - საკრებულოს თავმჯდომარე მის კაბინეტში მოქალაქის ცემის ფაქტს ადასტურებს

თარიღი : 9-11-2018, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია, მის სამუშაო კაბინეტში, დეპუტატ ბადრი შენგელიასა და მოქალაქეს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მხარეებს შორის კონფლიქტი, სოფელ ღანირში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოჰყვა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ის პოლიციის განყოფილებაშიც დაიბარეს.

„ბადრი და ქალბატონო მაია წამოიწივნენ. აქ ისხდნენ მაგიდის ირგვლივ და შეიძლება ასე ითქვას ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი ინციდენტი იყო, რომ კაბინეტში საჯარო მოხელე, ნებისმიერი ადამიანს, თუნდაც ახლობელს, ასეთ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ძიძგილაობა იყო გამართული და მე ვცდილობდი ორივე მხარე დამემშვიდებინა,“-განაცხადა ნუგზარ ჯამბურიამ.

არსებული ინფორმაციით, ღანირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი შენგელია მაია ქორიძეს ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.


ნანახია: 188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელჩართული ჩხუბის სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში.
მაჩიტაძის თქმით, როგორც კი შეიტყო, რომ ანტიკორუფციული პოლიციის წარმომადგენლები გამგეობაში იმყოფებოდნენ, გამგებლის კაბინეტში
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება.
როგორც საკრებულოს წევრები აცხადებენ, ინცინდენტი საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღრაძის კაბინეტში მოხდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო კაბინეტში ზურაბ კუპატაძის მოწვევით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ჩატარდა.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი