Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას, ჩვენ ვერთიანდებით ძალადობის წინააღმდეგ,'-ქუთაისის ყოფილი მერი 'ოცნებასთან' შერიგების მიზეზებზე საუბრობს

თარიღი : 9-11-2018, 11:07 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ჩვენ ვერთიანდებით ძალადობის წინააღმდეგ,"-ეს განცხადება ქუთაისის ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოთა მურღულიას თქმით, ქალაქში დაბრუნდა იმისთვის, რომ არ დაუშვას ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება. ამისათვის ყოფილმა მერმა სამოქალაქო საზოგადოება ჩამოაყალიბა. როგორც მურღულია ამბობს, არჩევნების მეორე ტურამდე მოქალაქეებთან შეხვედრას და იმის ახსნას გეგმავს, სიბრაზის გამო არ მიიღონ გადაწყვეტილება.

"დაბრუნება და მეორედ ჩამოსვლა არასწორი ტერმინებია. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. მე დავინახე საფრთხე, რომ დაბრუნდეს რეჟიმი, რომელიც ძალადობდა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს საფრთხე დავინახეთ, სამოქალაქო აქტივობა ჩამოვაყალიბეთ. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასდროს, ვიყავი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. ჩვენ ვერთიანდებით ძალადობის წინააღმდეგ. მეორე ტურამდე ვაპირებთ მოქალაქეებთან შეხვედრას, ეს მოხდება ჩვენი სახსრებით. ჩვენ არ გვჭირდება პარტიული დაფინანსება. მე მივყვები ჩემს კარიერას. არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების საფრთხე დავინახე,"- ამბობს შოთა მურღულია.


ნანახია: 1345-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი არჩევნების მეორე ტურში 'ქართული ოცნების' კანდიდატს, სულხან მახათაძეს უპირისპირდება.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია ქალაქში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძვანელებსა და ექიმებს
მურღულია აქვე „ნაციონალების“ ქუთაისის მერობის უკვე ყოფილი კანდიდატის გია თევდორაძის იმ განცხადებასაც გამოეხმურა, სადაც თევდორაძე
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი