Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიცოცხლისთვის საშიში სადარბაზოები ქუთაისში

თარიღი : 8-11-2018, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები სიცოცხლისთვის საშიშია.
ადგილობერივები ყვებიან, რომ კორპუსებში არსებული სადარბაზოების შეკეთება ათეული წლებია არ მომხდარა, რის გამოც სხვადასხვა სართულებიდან ბათქაში, აგური და კედლის ფრაგმენტები ცვივა.

"ბავშვს, რომ ეზოში ვუშვებ, სადარბაზოში მე ჩამყავს. ხან აგური ვარდება ძირს და ხან კიდევ ბათქაში ცვივა. სახლში სისუფთავის დაცვაზე საუბარი ზედმეტია, რადგან სადარბაზოში სულ სამშენებლო მასალებია ჩამოშლილი,"- აცხადებს ჭავჭავაძის გამზირზე, # 25-ში მცხოვრები ნაილი მანაგაძე.

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს სადარბაზოების კოსმეტიკური რემონტის ხარჯები ბიუჯეტში აღარ ჩაუდევთ.

"მიმდინარე წელს სადარბაზოების კოსმეტიკური რემონტი ბიუჯეტში აღარ იყო ჩადებული, მაგრამ თუ ბინის ამხანაგობა, მოამზადებს პროექტს და მერიაში მოიტანს, სადარბაზოს კარისა და მინების განახლება მოხდება,"- აცხადებს საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო ფანჩულიძე.


ნანახია: 346-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს სადარბაზოების კოსმეტიკური რემონტის ხარჯები ბიუჯეტში აღარ ჩაუდევთ.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
როგორც გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციიდან ირკვევა, სამსახურმა გასულ წელს სხვადასხვა მიმართულებით შემდეგი 14 პროგრამა
დადგება ერთი დღეც, რომელიმე ქუთაისელს შეიწირავს შენობიდან გადმოვარდნილი აგური
პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 821 833 ლარია გათვალისწინებული.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი