Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ამოტვიფრულ ერთ-ერთ ლექსს ავტორი შეცდომით მიაწერეს

თარიღი : 7-11-2018, 20:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ლექსი შეცდომით ამოტვიფრეს.
კერძოდ, ხიდის ერთ-ერთ ფილაზე ამოტვიფრული ლექსის ავტორად ტერენტი გრანელის ნაცვლად, კოლაუ ნადირაძეა მითითებული.
თეთრ ხიდზე დაშვებული შეცდომის შესახებ ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდარე გიგა შუშანია წერს.
"უვიცობის და არაპროფესიონალიზმის ზეიმია ქუთაისის მერიაში,"-ამბობს შუშანია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, ქუთაიის მერიაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მათ ტექნიკური შეცდომა მოუვიდათ.

"სასიხარულოა, რომ თეთრი ხიდის წარწერები ასეთი დიდი ინტერესის საგანი გახდა. უამრავი ადამიანი მიდის, კითხულობს, ამოწმებს და ზოგჯერ ალბათ თავისთვის ბევრ საინტერესოს და ახალს აღმოაჩენს ხოლმე. ამ წარწერებზე მუშაობის განმავლობაში მართლაც ბევრი საინტერესო და შეიძლება აქამდე ნაკლებად ცნობილი ფრაზა აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი ქალაქის ისტორიას სრულიად განსხვავებულად წარმოაჩენს. იქნება ეს აპოლონიოს როდოსელის, პროკოპი კესარიელის, აკაკი წერეთლისა თუ რეზო გაბრიაძის გამონათქვამები ქუთაისის შესახებ, რომლებიც ერთის მხრივ ქალაქის სიძველეს უსვამს ხაზს და მეორეს მხრივ ამ დიდებული ადამიანების ქუთაისთან პირად, ემოციურ დამოკიდებულებას ავლენს.განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ფრაზებს ასეთი ყურადღებით ახალი თაობა კითხულობს და განსაკუთრებული მადლობა აკაკი მამრიკიშვივცლს ამ აღმოჩენისთვის! რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, რომ ეს ტერენტი გრანელის ფრაზაა, მაგრამ სამწუხაროდ, ხანდახან იპარება ხოლმე ყოვლად გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეცდომები, რომლებისგანაც არავინ არის დაზღვეული, რისთვისაც მე პირადად გიხდით ბოდიშს. საბედნიეროდ ამ შეცდომის გამოსწორება ნამდვილად არ არის ძნელი და მალევე აღმოიფხვრება."- აცხადებს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი, თამთა თურმანიძე.

ქუთაისში, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაოები ქალაქის მერიას 500 ათას ლარამდე დაუჯდა.


ნანახია: 735-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოქალაქეების მიერ მიწოდებული და მერიის მიერ მოწონებული ფრაზები და ციტატები რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ამოიტვიფრება.
ტენდერის თანახმად, ხიდზე სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.
ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
ქუთაისში ისტორიულ თეთრ ხიდზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი